მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ხო ეხლა მეც გაგეცნობით. ნინი კაკაბაძე, დავიბადე1987წ. 23 მარტს ვარ 18წლის დავამთავრე მედიისა და ტელე ხელოვნების კოლეჯი და ჩავაბარე თუ არ ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ეგ ჯერ არ ვიცი ფოტოგრაფია ჩემ კოლეჯში ვისწავლე და ვარ მოყვარული ფოტოგრაფი. ჰობი კლდეებზე ცოცვაა ასევე ვგიჟდები ველოსიპედზე მაგრამ ჯერჯერობით არ მაქ . ხო ვუსმენ როკს როკს და კიდე როკს სხვას არაფერს. ი ვსიო ესა ვარ მე. და უი ის დამავიწყდა ზოდიაქოთი ვარ ვერძი