მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ხოო მოდი მეც დავწერ აბა ვინ ვარ მე თუ არა გუბაზ(გუგა)თევდორაძე დავიბადე 1986 11 ოქტომბერს!დავამთავრე ნიკოლაძე და სწავლობ აკადემიაში მაგას დიდი მნიშვნელობა არააქ მაგრამ იმის თქვა მინდა რომ მთელი ცხოვრება მხატვრობას უნდა მივუძღვნა რადგან ვარ მხატვარი და მიყვარს ჩემი "პროფესია",ფიქრი,ჩაი მიყვარს კიდევ ძალიან და დღეში შემიძლია 10 ჭიქაც კი დავლიო და კიდე შემიძლია ნებისმიერ თემაზე ვილაპარაკო და ბევრი რამ გავიგო თუ არ ვიცი ანუ საინტერესო ხალხთან საუბარი მიყვარს,და განსაკუთრებით მხატვრებს როცა განვიხილავთ რამოდენიმე ადამიანი ხოოოდა კიდე რატო ვარ ბოკეზე.?იმიტომ რომ მიყვარს ფოტოების დათვალიერება ვაფასებ ყველაფერს მატვრულ და არა ზედაპირულს ამიტომ მიყვარს როცა მხატვრულ ფოტოს დებენ ხოლმე საიტზე