მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ნიკოლოზი,23 წლის გურული,ჰოროსკოფით ქალწული,84-იანი,ზნაჩიტ ქალწული ვირთხა.პროფესიით ეკონომისტი,შემართებით ზარმაცი.მაქვს გამოცვლილი 5 სკოლა,2 უმაღლესი,3 სახლი და პირად ცხოვრებასაც ამ წარმატებით ვაგრძელებ მიყვარს ხატვა,ჩხაკუნი(ამ ბოლო დროს) და კარგი დრამების ყურება. კიდევ,ვცეკვავდი 12 წელი,მაგრამ ისეთი ცეკვა არ ვიცი როგორც ჩემს ჭაღარას შეეფერება.არ მჯერა თოვლის ბაბუის,მაგრამ თოვლის ბაბუა ვყოფილვარ(სხვათაშორის ბავშვს ისე შეეშინდა,არამგონია კიდე დავთანხმდე ვინმეს ).მომავალში ვაპირებ ისე ცხოვრებას რომ სიბერემდე მივაღწიო,იმედია გამიმართლებს.
უარყოფითი მხარეები:ვეწევი,არ მძინავს,სამსახურში ქრონიკულად ვაგვიანებ,თავის ტკივილი მაწუხებს ხშირად,შაბაშებში ვხარჯავ ხელფასს
დადებითი მხარეები:დამკვრელებს ვუყვარვარ,რო ვთვრები არ ვახურებ,დიდი დიდი ლოგინი გამიშალეთ დავიძახო და კიდე არის რაღაც-რაღაცეები.
მემგონი მორჩა,ვისაც მეტი გაინტერესებთ ბოკეზე ვარ დარეგისტრირებული ნიკით:user-nikala და მიპოვით