მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მე ვარ მ.ვილი დავიბადე 23 მარტს (როგორც ვიცი კარგი ამინდი ყოფილა) მარტელი ვარ 17 წლის ..თბილისში როცა ვცხოვრობდი ვსწავლობდი ვაჟაზე ხელოვნების კოლეჯში ფოტო ჟურნალისტიკაზე..
მიყვარს: ჩემი მეგობრები,ფოტოგრაფია, დალევა,კითხვა,მუსიკა,,ჩემს ოთახში ლოგინზე დავდაყირა წოლა,ჩემი დის კამერა (nikon f 55),თოვლის ჭამა,კონიაკიანი შოკოლადი მართალია მარტო კონიაკს ვწრუპავ მაგრამ რა ვქნა შოკოლადი ვერ შევიყავრე.ლოგინზე ხტუნვა,მულთფილმების ყურება,გვირილები,მზე,წვიმიანი ამინდები.. და ჩემს ძმასთან ჩხუბი
ვერ ვიტან: კომპიუტერს,ოთახში დაუკაკუნებლად რო შემოდიან,სიცივეს,სიმარტოვეს,უმარილო ხალხს,ჩემს მეზობლებს და პიხა ხალხს.
არ მესმის: ისეთი ადამიანების ვისაც ფეღბურთი არ უყვარს და ვისაც კითხვა სიამოვნებას არ ანიჭებს..
დანარჩენი სხვა დროს იყოს ..ყველაფერს ხომ არ მოვყვები