BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> რეპორტაჟი "ჩემი საყვარელი წლის ფოტო"-ს გამოფენიდან, ბოკეს დაბადებისდღე (ბოკე უკვე 4 წლისაა)

| |
Leonsio
post Mar 5 2008, 14:36
#1 

Amateur+ Amateur+
5,652


მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო და შესავლებით თავი არ შეგაწყინოთ,
მოგახსენებთ, რომ 1 მარტს ფოტო-კლუბ “ბოკეს” 4 წელი შეუსრულდა...
თუმცა ეს ამბავი New Art Café -ში შეკრებილ ყველა ბოკელს თუ არა-ბოკელს ახსოვდა-მეთქი ვერ ვიტყვი...
იქ მისვლის მიზეზი იმ გამოფენის გახსნა იყო ბატონი პრეზიდენტის
ინიციატივით დღემდე რომ იმართება და "ჩემი წლის ფოტო" (საყვარელი ფოტო) ჰქვია...

ასე იყო თუ ისე... ამ მეტად ლოიალური გამოფენის გახსნაზე, რომელში
მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ბოკელს შეეძლო დიდი ინტერესით
გავემართეთ... სხვისი არ ვიცი და მე კი მიხაროდა რომ გაზაფხულის პირველ
დღეს „დაემთხვა“ ეს მშვენიერი eventი, მითუმეტეს, რომ ჩემი საუკეთესო
მეგობრის (Cqnapiს) ნამუშევარი პირველად იფინებოდა ...

New Art Café -ში ტევა აღარ იყო... გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე სულ ცოტა
რჩებოდა და PR-მენეჯერის ეშმაკურად აციმციმებული თვალებით განდობილი
დაპირებაც, რომ „მაგარი სიურპრიზი გველოდა“, აღარ ვიცოდი „დღეს პირველი
მარტია ვინც მოტყუვდა ბატიას“ პრინიციპით იყო ნათქვამი, თუ მართლა
გველოდა სიურპრიზი...


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


მოკლედ, მას შემდეგ რაც ხალხი შეიკრიბა, საოზაგდოებრივი მაუწყებლის
ოპერატორმა კადრი ააწყო და ჟურნალისტმა კი მიკროფონი მოიმარჯვა, ბატონმა
Leonsio-მ გამოფენა გახსნილად გამოაცხადა, მისთვის ჩვეული თავდაჯერებით
წარმოსთქვა სიტყვა და ასპარეზი ბოკეს პრეზიდენტს დაუთმო....


შოთამაც მიულოცა მონაწილეებს (განსაკუთრებით პირველად გამოფენილებს)
გამოფენის გახსნა, მეუღლესთან ერთად გადასცა ბოკეს მაისურებში მოსულ
დამსწრეებს დაპირებული უფასო ლიმიტი და ის-ის იყო გავიფიქრე სიურპრიზი
პირველი მარტის ხუმრობა იყო-მეთქი, რომ გაისმა შეკითხვა: -- „აბა, ვის ახსოვს
დღეს რა დღეა?“ ... ვიღაცამ სადღაციდან წამოიძახა დღეს ბოკეს დაბადების
დღეაო და შუქებიც ჩაქრა...

აი, ისიც... სიურპრიზი ბოკეს პირველმა ლედიმ შემოიტანა....


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

სანთლის ერთობლივი ჩაქრობის შემდეგ შესრულდა ბოკეს ახლადშექმნილი
ჰიმნი... აინთო შუშხუნები... გამხიარულდა ყველა და PR-მენეჯერმა მთელი ბოკეს
სახელით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ფოტოკლუბის დამფუძვნებლებს
ამ მშვენიერი საქმის წამოწყებისათვის... დამფუძვნებელთა შორის
უკოლორიტულესი ბატონი Guja წამით გამოერკვა კონკრეტულად მის გარშემო
ატეხილი აურზაურიდან (მის გარშემო ხომ მუდამ აურზაურია), ჩიბუხი გვერდზე
გადადო, ყველას მოგვესალმა და კატეგორიულად მოითხოვა ჰიმნის ცოცხლად
შესრულება...


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ოფიციალური ნაწილი დასრულდა და კაფეში ისევ ფუსფუსი ატყდა... თუმცა
ამჯერად ბევრად უფრო მეტი ხალისით გაჯერებული...

მერე ნელ-ნელა ხალხი დაიშალა და ჩვენც წამოვედით... რაღა დაგიმალოთ და
New Art Café-ს საკმაოდ ხშირი სტუმარი ვარ, გუშინაც ვიყავი და კიდევ ერთხელ
გამიხარდა რომ კაფეში სადაც მაგიდაზე Warhol-ს თუ Basquiat-ას ჩარჩოში
ჩასმული ფოტოები დევს და ყოველთვის გემოვნებიანი მუსიკა ისმის ბოკეს
დაბადების დღე აღინიშნა...


user posted image

user posted image

user posted image

_________________________________________________________________

ტექსტის ავტორი: natura
4 მარტი 2008 წელი


ფოტოების მოწოდებისთვის მადლობა:
გიორგი მახარაშვილს
გიორგი კაკულიას (climber)
მიშა შომახიას (shom)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Mar 5 2008, 16:27
#2 

NewBie NewBie
1,399


ფოტორეპორტაჟი კარგია
ტექსტი გულისამაჩუყებელია ნამეტნავად, ეტყობა ნათურას ხელი DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Leonsio   რეპორტაჟი "ჩემი საყვარელი წლის ფოტო"-ს გამოფენიდან   Mar 5 2008, 14:36
Leonsio   თუ ვინმეს აქვს ფოტოები მომაწოდეთ პიე...   Mar 5 2008, 15:05
Levan Sikharulidze   რა ჯობია ნამდვილ დღესასწაულებს:) მაგა...   Mar 5 2008, 15:14
Sikvdila   ბოლოდან მეორე სურათში, გუჯას რომ ესაუ...   Mar 5 2008, 15:20
Tamri   ეჰ სად არ ვიყავი .. სასიხარულოა ყველაფ...   Mar 5 2008, 15:47
beshqena   ფოტოები :bravo: ტექსტი: :bravo: :bravo: :bravo:   Mar 5 2008, 16:44
Natura   კატ, რა ვიცი, რა გითხრა მე გულისამაჩუყ...   Mar 5 2008, 17:48
nicalagua   ლუიჩკას რატომ არავინ უთხრა რომ კედლე...   Mar 5 2008, 17:55
beshqena   nicalagua, :lol: :lol: :lol: მე კი ვუთხარი ახალი შეგაჯ...   Mar 5 2008, 18:23
DIKARKA   ჩ/მ/ა უბრალოდ "ტეხავს"როდესაც Fოტოე...   Mar 5 2008, 18:32
beshqena   DIKARKA, შენა და "ჩ" და "ა" ზნაუ, მაგრა...   Mar 5 2008, 19:01
Gela Kipiani   DIKARKA, მწვანე ჟაკეტი რომ აცვია ეგ არის GIGUS ...   Mar 5 2008, 19:12
e.k.a.t.e.r.i.n.a   კი კი ნათ, ნუ რა თქმა უნდა სხვა აქაურ რ...   Mar 5 2008, 19:44
beshqena   :lol: :lol: :lol: მოკრძალებული ძიკარკა... :D   Mar 5 2008, 19:51
nicalagua   beshqena, უხ მეც რა ვიცინე :lol: :lol: :lol:   Mar 6 2008, 03:57
DIKARKA   რეპორტაჟი ჩემზეა -))))))))   Mar 6 2008, 04:04
Mariam Villy   რა აკრგიააა ..ეჰჰჰ გული დამწყდა :(   Mar 6 2008, 04:05
Mariam Villy   ესეთი ცოტა ფოტოებია?   Mar 6 2008, 05:39
keto   დიდი მადლობა ნათურას ტექსტისთვის და ...   Mar 6 2008, 13:46
TATI   photoman, მწვანე ჟაკეტიანი მეც ვიცანი :D :gavcitld...   Mar 6 2008, 14:15
Natura   DIKARKA, გეთანხმები, მაგრამ სამწუხაროდ მეც...   Mar 6 2008, 15:04
anika-zeppelin   დაჰურვა რომელზეა 9ში ?   Mar 6 2008, 18:18
Shota Megrelishvili   anika-zeppelin, გამოფენა სავარაუდოდ დაიხურება ...   Mar 7 2008, 09:51
anika-zeppelin   Shota Megrelishvili, მაადლობთ : ) ) )   Mar 7 2008, 19:18
Torquado   როგორ მინდა თქვენთან ერთად ვიყო :( რა მ...   Mar 7 2008, 20:34
anika-zeppelin   ჰვალ შეიძლება მივიდე 6ის მერე... თქვენ ...   Mar 8 2008, 20:13
Queer   მეც შეიძლება მოვიდე... თუ მოვიცალე :)   Mar 8 2008, 22:27
mutanti   უჰუჰუჰუუუუუუუუ :D :bravo: :bravo:   Mar 8 2008, 23:59
anika-zeppelin   აჰმ.. Fოტოებს იმედია ატვირთავთ -)))))   Mar 9 2008, 21:07
xatunia   კარგი იყო ძალიან :) ფოტოები იქნება იმე...   Mar 9 2008, 23:27
mariami   ძალიან მომეწონა, მშვენიერი რეპირტაჯი...   Mar 9 2008, 23:40
gigus   ბოკეს დბდღეაო ვინც დაიძახა იმან ლიმე...   Mar 10 2008, 23:14
Mikheil Samkharadze   ფოტობს ძალიან ბევრი იღებდა და სად არი...   Mar 11 2008, 01:01
ruso gavasheli   მე რა სყვარლად ვარ :D ხო ისე აქ ორი თუ ს...   Mar 20 2008, 01:40
oshkhe   უი, ჩემი სანდროც აქ ყოფილა :) მშვენიერი...   Mar 20 2008, 13:25
niciko   ფაფუ ფოტოები? :blink:   Mar 25 2008, 17:44
nica17   სა საყვარელი დღე კოFილა :(   Apr 5 2008, 13:54
Gogia   ამ წინადადების მნიშვნელობას ხვდები? :...   Apr 6 2008, 10:55
Goderdzi Makharashvili   Gogia, ნიკოლოზს რო იცნობდე დაფიქრებაც არ...   Apr 6 2008, 23:45
Mariam Villy   ხო ისე აქ რატომ არ თვით რომ მიდიოდით :) ...   Apr 6 2008, 23:47
Goderdzi Makharashvili   Mariam Villy, :lol:   Apr 6 2008, 23:51


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 14th December 2025 - 13:52

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'