მე მომიტევეთ და ცოტა ცნობილი, საქართველოს ფარგლებს გარეთ "გაჩითული" ფოტორეპორტიორი მაინტერესებდა თუ ვინმე გვყავს. მე არ ვიცი და იქნებ ვინმემ იცოდეთ (მაინც ფოტოკლუბია ) უბრალო მაგალითისთვის გეტყვით, რომ გამოფენაზე ვიყავი და ღია ცის ქვეშ 300-500 მეტრის სიგრძეზე იყო გამოფენილი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპელთა და კიდევ უფრო აღმოსავლური რეგიონების ქვეყნების ფოტორეპორტიორების ნამუშევრები. ჩემდა სამწუხაროდ ვერც ერთი ქართული გვარი ამოვიკითხე მიუხედავად არაერთი მცდელობისა (5ჯერ მაინც ავიარ-ჩავიარე). იქნებ აქ დაგვეწერა ქართველ ფოტორეპორტიორებზე ცოტა რამ და რა დონეზეა ჩვენში განვითარებული.
Kat..., არა, უბრალოდ მე იმის გაგება მაინტერესებდა ვინაა ის თუნდაც შნურის დამჭერი ქართველი რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია და მსგავს კონკურსზე თუნდაც უმცირესი პრიზი აიღო. მინდა დავაფასო ის ადამიანი და მაგიტომ მაინტერესებს არა აქვს სახელი და გვარი ?