მინდა გაგახაროთ და გითხრათ რომ ბოკეს აქვს საკუთარი "ჰიმნი" (სიმღერა).
სიმღერის სახელწოდება:"იყავი ფოკუსში" ტექსტის და სიმღერის ავტორი:ბექა კოკაია(beshqena)
სიმღერას ასრულებენ: ბექა კოკაია (beshqena), გიორგი მახარაშვილი, ოთარ რატიანი, მარი (Modigliani), ქრისტინე (chr4mk), ანი ქავთარაძე (_Anano_) ლევან გიორგაძე (Leonsio) შოთა და ლია მეგრელიშვილი.
გათენდა და ფიქრმა გამართო ცაზე ამოდის მზე დაინახე შენი სამყარო ფირზე დახატე დღე
გაჩუქა ცამ ეს ცისარტყელა წვიმა გარეცხავს ზღვას ვაჩერებ წამს, რომ გადავიღო მერე ვაჩვენებ სხვას
დღეს ვაშენებთ სახლს რაც არ გვქონდა გუშინ სახლს ქვია ბოკე იყავი ფოკუსში
მე დავინახე თეთრი ზღვა ცაში მე გადავიღე პორტრეტი ქარში მე დავავიწყე სიმღერა გედებს მე შევაჩერებ გაფრენილ მტრედებს შენ დაინახავ მეთევზეს ბადით შენ გადაიღებ გოგონას კატით შენ გააცილებ დიდ გემებს ზღვაში და ბედნიერიც იქნები მაშინ
დღეს ვაშენებთ სახლს რაც არ გვქონდა გუშინ სახლს ქვია ბოკე იყავი ფოკუსში
დაღამდა და ფიქრმა დამღალა მთვარემ შეცვალა მზე დაინახე ღამე სამყარო ფირზე დახატე დღე
შენ დაინახავ მეთევზეს ბადით შენ გადაიღებ ბიჭუნას კატით შენ გააცილებ დიდ გემებს ზღვაში და ბედნიერიც იქნები მაშინ მე დავინახე თეთრი ზღვა ცაში მე გადავიღე პორტრეტი ქარში მე დავავიწყე სიმღერა გედებს მე შევაჩერებ გაფრენილ მტრედებს
დღეს ვაშენებთ სახლს რაც არ გვქონდა გუშინ სახლს ქვია ბოკე იყავი ფოკუსში
ვიღებ კაცო კრიტიკას, მარა, "რაღაცაზე" ტექტსის მორგება არაა ადვილი საქმე მერწმუნეთ...
და მე მომწონს! სხვისი რომ იყოს მაინც მომეწონებოდა!
აბა მართლა მატრიცებზე და ექსპოზიციებზე ხომ არ დავწერდი?
კომუნისტების დროს იყო ტრაქტორებზე ლექსების წერა მოდაში
ხოდა აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ჩემთვის ანანო აღმოჩენაა! დანარჩენების ვოკალური მონაცემები მეტ-ნაკლებად ვიცოდი და ანის ძააან ძლიერი ხმა აღმოაჩნდა!