წინა უიკენდზე განხორციელებული ლაშქრობის კვალობაზე ჩვენი მეგობარი ფორუმის http://karavi.iatp.ge - ს ხალხთან ერთად გადავწყვიტეთ გაგვევლო მარშუტი #4 (ზანავი-ნუნისი) და ცოტა იქაურობაც გვენახა. ჩვენიანებისგან ლაშქრობაში მონაწილებბდნენ: Gvalva, Bicycle, Mika და თქვენი მონა მორჩილი. სულ 14 კაცი ვიყავით. ლაშქრობის წინაწარი გეგმა შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?t=228 მოკლედ მაშრუტი იყო ასეთი: ზანავი-(თუ მოგვინდა გზად დედაბერაზე ასვლა)-ნუნისი-ბერების კლდე-პატარა ხარაგაული-ზვარე (დაძინება ჩემ სახლში)-წიფა და მატარებლით თბილისში.
მაშ ასე. შაბათს დილით ჩავედით ზანავში.
თავშესაფარამდე პატარა აღმართი იყო ასასვლელი.
ხედი ზევიდან ზანავსა და მტკვრის ხეობაზე
თავშესაფართან პირველი უსიამოვო სიურპრიზი გველოდა. აქ წყალი არ იყო მეორე სიურპრიზი ის იყო რომ მეოთხე მარშუტი საკმაოდ გათელილ სამანქანო გზას მიუყვებოდა რომელზეც აშკარად ბევრი "ურალი" დადიოდა (ხვდებით რითი დატვირთული) არადა აქ ხე ტყის მოჭრა კი არა და მანქანებით სიარული უნდა ყოფილიყო აკრძალული. მივუყვებოდით სამანქანო გზას ალაგ-ალაგ დასვენებებით და ჩამორჩენილი ხალხის დალოდებებით.
აი ამ გზით გვიწევდა სიარული. წინ სერიოზული აღმართი გველის. აქვე გზაჯვარდინზე შეგვხვა ვიღაც კაცი რომელმაც გვითხრა რომ წყალი წინ იქნებაო.
ისევ ხედები და ისევ დასვენება
რაღაც მომენტში როცა უკვე 5 კილომეტრამდე გვქონდა გავლილი გზა გაშლილ მინდორზე გავიდა სადაც პატარა ქოხი იდგა. იქვე ჩრდილში რამდენიმე ადამიანი ქეიფობდა. მათ წყარო მიგასწავლეს (იქვე იყო 100 მეტრში) და ასევე მიახლოებით აგვიხსნეს ჩვენი გზის შესახებ (უნდა აღინიშნოს რომ ამ ადგილამდე ნიშნები პრაქტიკულად არსად იყო). ბილიკი სამანქანო გზიდან გადავიდა და ტყეში მიდიოდა. თუმცა არ ეტყობოდა რომ მასზე ვინმეს წელს გაევლოს. საბედნიეროდ აქ ნიშნები (დამტვრეული თუ მთელი) ჩანდა ხოლმე. ზოგან "გზა" ასეთი იყო
ზოგან კიდე ცოტა უფრო გარკვეულად ჩანდა
ნუ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი სიზუსტით ემთხვეოდა GPS-ის მონაცემებს ასე რომ არაფერი იყო საშიში.
დიდი მადლობა bicycle-ს ძალიან გამიხარდა მოლითის სურათის დანახვა თან ესეთი დიდი ასოებით თუ ეწერა არარც მახსოვდა და ჭყუმპალაობა მშვენიერი იყო, ძალიან მაგრები ხართ და ძალიან კარგია რომ ამდენი სურათები ჩამოიტანეთ. bicycle მგონი უკვე წავიდა და კეთილ მგზავრობას ვუსურვებ!