IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ფოტოგრაფიის ისტორია
არის ასეთი თემა თუ არა? მე არ ვიცი არ მინახავს და მემგონი უნდა იყოს და ვინც შედარებით გარკვეულია ამაში დაწეროს პატარა სტატიები თუ არ ეზარება მე სამხატვროში მასწავლიანდ და ძალიან საინტერესოა
ფოტოგრაფიის აღმოჩენასაც ბუნებამ შეუწყო ხელი. ალბათ, ბევრ თქვენგანს შეუმჩნევია, ფანჯრის ღრიჭოდან შემოჭრილი სინათლე როგორ ასახავს კედელზე თუ ჭერზე გარე სამყაროს. პირველად ეს მოვლენა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 350 წელს აღწერა ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ. და აი, 1839 წლის 7 იანვარს აკადემიკოსმა ფრანსუა არაგომ საფრანგეთის აკადემიის სხდომას გააცნო მხატვარ ჯაკ მანდე დაგერის კამერა-ობსკურით იოდის ორთქლით დამუშავებული ვერცხლის ფირფიტაზე გადაღებული გამოსახულება. არისტოტელედან დაგერამდე 21 საუკუნეზე მეტმა გნვლო, ფოტოგრაფიის შექმნაში მრავალმა მეცნიერმა შეიტანა თავისი წვლილი. ყველაზე დიდი ბიძგი ის იყო, რომ მე-18 საუკუნესი სწრაფად განვითარდა ქიმია. გამომგონებლებს სორის განსაკუთრებით უნდა გამოირჩეს გერმანელი სწავლული იოჰ ან შოლცე, რომელმაც მე-18 საუკუნის 80-იან წლებში მზის შუქით ვერცხლის მარილზე წარწერა აღბეჭდა, მაგრამ დაფიქსირება ვერ მოახერხა. პირველი ფოტოსურათი, უფრო სწორად ელიოგრაფია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ფრანგ ოფიცერს ჯოზეფ ნისეფორ ნიეპსს ეკუტვნის. მან კამერა-ობსკურზე დაამაგრა ასფალტის თხელი ფენით დაფარული ფირფიტა, სახელოსნოს ფანჟრიდან დაუმიზნა მეზობელი სახლების სახურავებს, რვა საათიანი ექსპოზიციის შემდეგ ფირფიტა ზეტში გარეცხა და მიიღო გამოსახულება. ცამეტი წლის შემდეგ ნიეპსის კომპანიონმა მხატვარმა ლუი დაგერმა რამდენიმე წუთის ექსპოზიციით მიიღო ფოტოსურათი, რომელიც ჩვეულებრივი სუფრის მარილით დააფიქსირა. ნიეპსი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო. დაგეროტიპიას ერთი სერიოზული ნაკლი ჰქონდა – გამოსახულების გამრავლება შეუძლებელი იყო. ამავე წელს ინგლისელმა უილიამ ენრი ფოქს ტალბოტმა გამოაქვეყნა საინტერესო ცნობა რომ 4 წლით ადრე არა მარტო საინტერესო გამოსახულება მიიღო, არამედ შექმნა ნეგატივე, რომლითაც პოზიტივებს ბეჭდავდა. სხვათა შორის, ნათლიაც სწორედ ეს ინგლისელი მეცნიერია. ხატოვანი გამოთქმა ფოტოგრაფია, ანუ ,,სინათლით წერა” – სწორედ მას ეკუთვნის!