მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მოკლედ, იმდენჯერ მოვინდომე აქ დაწერა და გადადება გადადებაში აქამდე მოვედი..დღესაც ბევრი საქმე მაქვს მიუხედავად იმისა რომ კვირაა... მაგრამ გადავწყვიტე მაინც დავწერო....ერთხელ და სამუდამოდ , ვ ახ!
ანი ქავთარაძე....24 წლის...პროფესიით ექიმი, ზოგადი პროფილის..2.5 წელიწადში ვიქნები ანესტეზიოლოგ-რეანიმატოლოგი(ან რეაMიNატოლოგი ) ..2.5 წელიწადში იმიტომ რომ ეხლა რეზიდენტი ვარ.... ყოველი დილა იწყება ჩემი emergenc-ში მისვლით , გრძელდება წინ და უკან რეანიმაციიდან საოპერაციოში და პირიქით- სიარულით....თუმცა ვფიქრობ რომ ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავე დროს საუკეთესო და ძალიან ადამიანური პროფესიის პატრონი ვარ...ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მეტი აღარ შემიძლია, რთულია და ზედმეტად დაუფასებელი, მაგრამ მერე აპარატიდან მოხსნილ და სიკვდილისაგან განთავისუფლებულ, ბედნიერი თვალებით მომზირალ ადამიანს რომ დავინახავ ფიქრები იფანტება...და მეც ისევ ვუბრუნდები ჩემს ჩვეულ საქმეს...
მიყვარს სიმღერა, ფოტოგრაფია(რაზეც პრეტენზია სიმართლე რომ ვთქვა დიდად არ მაქვს და ჩემს ჭიას ვახარებ), თხილამურები, ცურვა, მანქანა(ჩემი განსაკუთრებით ) და ბოდიალი მთაში... ხო კიდევ, გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ....
რაც შეეხება ბოკეს,ასე მგონია მთელი ცხოვრება ვმეგობრობთ, ოპერაში პირველისაიტად მაქვს გახსნილი და როცა კომპ-ი ჩართულია ისიც მუდამ ჩემთანაა...მადლობელი ვ არ იმიტომ რომ ბევრი მასწავლა და ბევრი დღეს უკვე ჩემთვის საუკეთესო მეგობარი შემძინა....
თუ რამე კიდევ გამახსენდა და არ დამეზარა დავპოსტავ! დიდი მადლობა ამდენი ლაილაის მოსმენისთვის