წინა უიკენდზე განხორციელებული ლაშქრობის კვალობაზე ჩვენი მეგობარი ფორუმის http://karavi.iatp.ge - ს ხალხთან ერთად გადავწყვიტეთ გაგვევლო მარშუტი #4 (ზანავი-ნუნისი) და ცოტა იქაურობაც გვენახა. ჩვენიანებისგან ლაშქრობაში მონაწილებბდნენ: Gvalva, Bicycle, Mika და თქვენი მონა მორჩილი. სულ 14 კაცი ვიყავით. ლაშქრობის წინაწარი გეგმა შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?t=228 მოკლედ მაშრუტი იყო ასეთი: ზანავი-(თუ მოგვინდა გზად დედაბერაზე ასვლა)-ნუნისი-ბერების კლდე-პატარა ხარაგაული-ზვარე (დაძინება ჩემ სახლში)-წიფა და მატარებლით თბილისში.
მაშ ასე. შაბათს დილით ჩავედით ზანავში.
თავშესაფარამდე პატარა აღმართი იყო ასასვლელი.
ხედი ზევიდან ზანავსა და მტკვრის ხეობაზე
თავშესაფართან პირველი უსიამოვო სიურპრიზი გველოდა. აქ წყალი არ იყო მეორე სიურპრიზი ის იყო რომ მეოთხე მარშუტი საკმაოდ გათელილ სამანქანო გზას მიუყვებოდა რომელზეც აშკარად ბევრი "ურალი" დადიოდა (ხვდებით რითი დატვირთული) არადა აქ ხე ტყის მოჭრა კი არა და მანქანებით სიარული უნდა ყოფილიყო აკრძალული. მივუყვებოდით სამანქანო გზას ალაგ-ალაგ დასვენებებით და ჩამორჩენილი ხალხის დალოდებებით.
აი ამ გზით გვიწევდა სიარული. წინ სერიოზული აღმართი გველის. აქვე გზაჯვარდინზე შეგვხვა ვიღაც კაცი რომელმაც გვითხრა რომ წყალი წინ იქნებაო.
ისევ ხედები და ისევ დასვენება
რაღაც მომენტში როცა უკვე 5 კილომეტრამდე გვქონდა გავლილი გზა გაშლილ მინდორზე გავიდა სადაც პატარა ქოხი იდგა. იქვე ჩრდილში რამდენიმე ადამიანი ქეიფობდა. მათ წყარო მიგასწავლეს (იქვე იყო 100 მეტრში) და ასევე მიახლოებით აგვიხსნეს ჩვენი გზის შესახებ (უნდა აღინიშნოს რომ ამ ადგილამდე ნიშნები პრაქტიკულად არსად იყო). ბილიკი სამანქანო გზიდან გადავიდა და ტყეში მიდიოდა. თუმცა არ ეტყობოდა რომ მასზე ვინმეს წელს გაევლოს. საბედნიეროდ აქ ნიშნები (დამტვრეული თუ მთელი) ჩანდა ხოლმე. ზოგან "გზა" ასეთი იყო
ზოგან კიდე ცოტა უფრო გარკვეულად ჩანდა
ნუ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი სიზუსტით ემთხვეოდა GPS-ის მონაცემებს ასე რომ არაფერი იყო საშიში.
მაშ ასე გავაგრძელოთ. ახლა პატარა საიდუმლოებას გაგიმხელთ. ჩვენი ჯგუფის 5 წევრი, საწყისი გეგმის მიხედვით, აპირებდა მარელისში მატარებლით ჩასვლას. და შემდეგ იქიდან ეროვნული პარკის უკან გადმოკვეთას ქვაბისხევის მიმართულებით. თუმცა უკვე პირველი დღის ბოლოს ეს გეგმა შეუსრულებელი ჩანდა. ამიტომაც მათ დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს ან იქვე მარელისთან დაბანაკება. ან ქვაბისხევამდე ტრანსპორტით მისვლა და იქ დაბანაკება. კიდევ ერთი ცვლილება გეგმაში ის იყო, რომ წიფაში წასვლას დაღლილმა ხალხმა ვარჩიეთ მოლითში ჩასვლა. მანძილი იგივე მარა აღმართი არ უნდა ყოფილიყო. მოკლედ დილით 7-ზე ყველამ გავიღვიძეთ. ვისაუზმეთ, ჩავლაგდით და ერთი ფოტოც გადავიღეთ.
გავუყევით მოლითის გზას
წყაროზე:
ეს ის ლეგენდარული ადგილია საიდანაც მე შარშან სოფელში ვერ ავედი ტალახის გამო. გზა გაუკეთებიათ
დაღმართი რო დამთავრდა კოზა-ნოსტრამ ეგრევე თქვა. კიდე კაი ასე არ წამოვედით გუშინ. ამას რა ამოივლიდაო (იხილეთ ნუნისიდან წამოსვლის პირველი ვარიანტი). შემდეგ უკვე სამანქანო გზით მოვდიოდით. გვალვას აქ საკმაოდ სერიოზულად უმუშავია. წვიმა ალბათ ასე 1 თვე არ იყო. რაღაც მომენტში უკნიდან მანქანა წამოგვეწია და ხალხის ნაწილი სადგურამდე ჩაიყვანა.
ვუახლოვდებით სადგურს.
ყველა თავისებურად ერთობოდა, ზოგი ასე
ზოგი კიდე ანა კარენინას როლში ცდილობდა შესვლას.
მატარებლამდე დიდი დრო იყო და ხალხის ნაწილი მდინარეზე ჩავიდა საბანაოდ. ნინოს ფოტოაპარატის დანახვაზე სულ სახე უბრწყინდებოდა.
შემდეგ იყო პირველი მატარებელი 12.00-ზე რომელშიც ვერ ჩავჯექით, რადგან რევიზია იყო. მეორე მატარებელზე 14.00 უკვე ბილეთები ვიყიდეთ თბილისამდე. ქვაბისხევის სასტავი კიდე "მასტერავოის" უნდა დალოდებოდა 18.30-ზე. როგორც იქნა ჩავჯექით მატარებელში რომელიც პრაქტიკულად ცარიელი იყო ბილეთების გაძვირების გამო. სულ მალე გაირკვა რომ ქვაბისხევის სასტავმაც მოახერხა ამ მატარებელში ლევად ჩაჯდომა. სამწუხაროდ სადგურიდან 5 წუთის სიარულის შემდეგ მატარებეი გაჩერდა. ჯერ გვეგონა გვალვამ თავისი "ჯადო" გაუკეთა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გვალვას "ჯადო" მატარებლებზე ვერ მოქმდედებდა. სამაგიეროდ მთელი საქართველოს მაშტაბით დენის გამორთვა მოახერხა და უფრო სერიოზულ ეფექტსაც მიაღწია. 2 საათი დგომის შემდეგ მატარებელი დაიძრა. წიფასთან როცა მივედით და ჩვენი სავარაუდო გზა ზვარედან რო დაინახეს, ხალხმა კინაღამ ჩამქოლა, არ ჯობდა ასე წამოსვლაო??? თუმცა მატარებელი წიფაში არც კი გაჩერებულა და მეც გადავრჩი. ეტყობა მოლითში ნუნისის კურორტის გამო ჩერდება. ასევე უნდა აღინიშნოს რომ საკმაოდ დიდი სიჩქარით იარა და 1 საათი დაგვიანება აანაზღაურა თბილისამდე.