მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მაშინ მე თეა ვარ,შოთაშვილი დავიბადე-1975წ. 2 აგვისტოს პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი ჰობი:მუსიკა, მოგზაურობა,ფოტოგრაფია,კულინარია, ოღონდ ნამცხვრები არა. ხატვა, ძერწვა, შუშის ჭურჭელის მოხატვა და ასე შემდეგ მომწონს გულწრფელ და თბილ ხალხთან ურთიერთობა. თვითონ ემოციური და სენტიმენტალური ვარ. არასდოს არ ვიბოღმები და 2 საათში გამდის წყენა . სულ ეს იყო და თუ რამე გავიხსენე კიდევ დავწერ