მე მომიტევეთ და ცოტა ცნობილი, საქართველოს ფარგლებს გარეთ "გაჩითული" ფოტორეპორტიორი მაინტერესებდა თუ ვინმე გვყავს. მე არ ვიცი და იქნებ ვინმემ იცოდეთ (მაინც ფოტოკლუბია ) უბრალო მაგალითისთვის გეტყვით, რომ გამოფენაზე ვიყავი და ღია ცის ქვეშ 300-500 მეტრის სიგრძეზე იყო გამოფენილი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპელთა და კიდევ უფრო აღმოსავლური რეგიონების ქვეყნების ფოტორეპორტიორების ნამუშევრები. ჩემდა სამწუხაროდ ვერც ერთი ქართული გვარი ამოვიკითხე მიუხედავად არაერთი მცდელობისა (5ჯერ მაინც ავიარ-ჩავიარე). იქნებ აქ დაგვეწერა ქართველ ფოტორეპორტიორებზე ცოტა რამ და რა დონეზეა ჩვენში განვითარებული.
ალექსანდრე სააკოვი დაიბადა 1941წელს ,თბილისში. FოტოგრაFიას ხელი მოკიდა 1965წელს.მუშაობდა გაზეთებში "ახალგაზრდა კომუნისტი","მოლოდიოჟ გრუზიი",აპნ-ინ და ტასს საქართველოს განყოFილებებში.თანამშრომლობდა გაზეთებში "პრავდა","კოსმოპოლსკაია პრავდა","სოვიეტსკიი სპორტ","სოვეტსკაია კულტურა","არგუმენტი ი Fაქტი" ,ჟურნალებში "სოვეტსკიი სოიუზ","ოგონიოკი","ჟურნალისტი","სოვეტსკოე Fოტო".იბეჭდება თითქმის ყველა პროFესიულ FოტოგრაFიულ ჟურნალებში "სოვიეტ ლაიF","კვიკ","პარი-მატჩ". არის მონაწილე და პრიზიორი 120 რესპუბლიკური,სრულიად საკავშირო და საერთაშორი FოტოგამოFენებისა და Fოტოკონკურსებისა. იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,საქართველოს ჟურნალისტთა წევრი... 2007წელს ,მაისის ბოლოს(სამწუხაროდ ზუსტად თარიღი არ ვიცი) თავი ჩამოიხრჩო ....