მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ახლა, როდესაც 2წლიანი აქტიურობის შემდეგ ამ პორტალს თითქოს ვშორდები მეც მომინდა დამეწერა რამე.. სიმართლე გითხრათ ფორუმს იშვიათად ვსტუმრობ და ახლა შევნიშნე ეს თემა!. სიტყვები ხანდახან სათქმელს ვერ ამბობენ მაგრამ ახლა უნდა თქვან ნუ მე ასე მსურს!
1989 წლის 3 ივნისს, შაბათ დღეს, ნუ მე არ მახსოვდა ასე მითხრეს, დაიბადა სოფიო მერაბ ალექსის ძე გოხელაშვილის ასული! ხშირად მეუბნევიან ამხელა სახელი რა საჭიროაო მარა..
ძალიან ხშირად ვსვამ მრავალწერტილს, რომელიც ძირითადად 2 წერტილით (..) შემოიფარგლება, მიყვარს მოაზროვნე ხალხი და მიყვარს როდესაც ადამიანთან არ მჭირდება რაღაცის დაკონკრეტება და ამ 2 წერტილით ხვდება ჩემ სათქმელს .. თუ ვერ ხვდება და ნუ ხვდება :P
მიყვარს მათემატიკა
წერა ჩემი ცხოვრების მთავარი და მნიშვნელოვანი სფეროა..
მიყვარს სიმშვიდე და მყუდრო გარემო.. ბუნება, მთა, თხილაურები, ზღვა მზის ჩასვლის შემდეგ. არ მიყვარს მზე მთვარე მაგარი ტიპია და ვარსკვლავებიც ლაშქრობა მიყვარს და ცივ ამინდში სეირნობა
ჩემთვის უცხოა მარტოობის თემა და ვგონებ რომ ადამიანი მარტო არასოდეს არაა! ან ყოველთვის მარტოა!
მიყვარს როდესაც "მიზანი ამართლებს საშუალებას" ან როდესაც აბაზანაში დუშის ქვეშ წვიმს ან როცა წიწვოვან ტყეში უმღერიან ფუტკრები მინდვრის ყვავილებს!
ცვალებადი ხასიათი მაქვს! და ავტორომანს ვწერ!
გაიღიმეთ და გიყვარდეთ როდესაც სულში მზის სხივი გათოვთ!
რეალისტი რომანტიკოსი ვარ! გააჩნია ხასითს ან იმას მთვარე სავსეა თუ არა