მე მომიტევეთ და ცოტა ცნობილი, საქართველოს ფარგლებს გარეთ "გაჩითული" ფოტორეპორტიორი მაინტერესებდა თუ ვინმე გვყავს. მე არ ვიცი და იქნებ ვინმემ იცოდეთ (მაინც ფოტოკლუბია ) უბრალო მაგალითისთვის გეტყვით, რომ გამოფენაზე ვიყავი და ღია ცის ქვეშ 300-500 მეტრის სიგრძეზე იყო გამოფენილი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპელთა და კიდევ უფრო აღმოსავლური რეგიონების ქვეყნების ფოტორეპორტიორების ნამუშევრები. ჩემდა სამწუხაროდ ვერც ერთი ქართული გვარი ამოვიკითხე მიუხედავად არაერთი მცდელობისა (5ჯერ მაინც ავიარ-ჩავიარე). იქნებ აქ დაგვეწერა ქართველ ფოტორეპორტიორებზე ცოტა რამ და რა დონეზეა ჩვენში განვითარებული.
უორდ პრეს ფოტოს 2004 წლის ყველა ნომინაციაში გამარჯვებული ფოტო გადავქექე და რაღაც ქართული გვარი ვერ ამოვიკითხე, მერე აგერ ავტორთა სია ჩამოვწერე და იქნებ ჩამოთვლილთაგან რომელიმეა და მე ვერ ვხედავ
Arko Datta Yuri Kozyrev Shaul Schwarz Paolo Pellegrin David Robert Swanson Christopher Morris Paul Vreeker Krisanne Johnson Adam Nadel Jahi Chikwendiu Lars Tunbjörk Bob Martin