მე მომიტევეთ და ცოტა ცნობილი, საქართველოს ფარგლებს გარეთ "გაჩითული" ფოტორეპორტიორი მაინტერესებდა თუ ვინმე გვყავს. მე არ ვიცი და იქნებ ვინმემ იცოდეთ (მაინც ფოტოკლუბია ) უბრალო მაგალითისთვის გეტყვით, რომ გამოფენაზე ვიყავი და ღია ცის ქვეშ 300-500 მეტრის სიგრძეზე იყო გამოფენილი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპელთა და კიდევ უფრო აღმოსავლური რეგიონების ქვეყნების ფოტორეპორტიორების ნამუშევრები. ჩემდა სამწუხაროდ ვერც ერთი ქართული გვარი ამოვიკითხე მიუხედავად არაერთი მცდელობისა (5ჯერ მაინც ავიარ-ჩავიარე). იქნებ აქ დაგვეწერა ქართველ ფოტორეპორტიორებზე ცოტა რამ და რა დონეზეა ჩვენში განვითარებული.
დაიბადა 1947 წელს.... არის თვითნასწავლი ფოტოგრაფი... 1984წ-დან მუშაობს გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიი" ფოტოკორესპონდენტად, შემდეგ მუშაობდა "საქინფორმის", "ბეჭდვისა და ახალი ამბების სააგენტოს" , "პრაიმნიუსის" ფოტორეპორტიორად. მოკლედ ფოტორეპორტიორად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.... მუშაობდა ძლიერ სოციალურ თემებზე. იღებდა ომებს-თბილისში სამოქალაქოს, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში და ყარაბახში.... ყოველთვის აღიძიანებდა ტერმინი "ფოტოხელოვნება". ამბობს რომ ფოტოგრაფია არის დოკუმენტური ან არადოკუმენტური. 20 წლის მანძილზე სწორედ დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში მუშაობდა... 7 წელია ფოტორეპორტიორად აღარ მუშაობს. დღეს ის ძველი ფოტოგრაფიული პროცესებით და ტექნიკით არის დაინტერესებული..... ბეჭდავს და ქმნის ისეთ ფოტოგრაფიას როგორიც 1 საუკუნის წინ კეთდებოდა....
სამწუხაროდ ინტერნეტში ფოტოები ვერ ვიპოვე ამ კაცის.... მე ჟურნალში წავიკითხე ამ კაცზე იქ ფოტოებიც იყო... ძალიან ძლიერი ფოტოები აქვს...