მე მომიტევეთ და ცოტა ცნობილი, საქართველოს ფარგლებს გარეთ "გაჩითული" ფოტორეპორტიორი მაინტერესებდა თუ ვინმე გვყავს. მე არ ვიცი და იქნებ ვინმემ იცოდეთ (მაინც ფოტოკლუბია ) უბრალო მაგალითისთვის გეტყვით, რომ გამოფენაზე ვიყავი და ღია ცის ქვეშ 300-500 მეტრის სიგრძეზე იყო გამოფენილი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპელთა და კიდევ უფრო აღმოსავლური რეგიონების ქვეყნების ფოტორეპორტიორების ნამუშევრები. ჩემდა სამწუხაროდ ვერც ერთი ქართული გვარი ამოვიკითხე მიუხედავად არაერთი მცდელობისა (5ჯერ მაინც ავიარ-ჩავიარე). იქნებ აქ დაგვეწერა ქართველ ფოტორეპორტიორებზე ცოტა რამ და რა დონეზეა ჩვენში განვითარებული.
დაიბადა 1956 წელს.FოტოგრაFია შეისწავლა თბილისის პიონერთა სასახლის Fოტოწრეში იური ლუკაშვილთან.დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის Fაკულტეტი. 1980-1990 წლებში მუშაობდა საქინFორმში. 1992 წლიდან ,არის ასოშიეიტედ პრესის კორესპონდენტი ამიერკავკასიაში.