IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> საქველმოქმედო აქცია "მზისფერნი"
გამარჯობათ მეგობრებო, მართალია დამიგვიანდა ფოტო-რეპორტაჟი დუშეთის ბავშვთა სახლიდან, მაგრამ გარკვეული საპატიო მიზეზები მქონდა როგორც გახსოვთ 2007 წლის 27 მაისს ჩვენ ჩავატარეთ ხელით ნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. ამ აქციიდან შემოუსლი თანხა, მთლიანად მოხმარდა დუშეთის ბავშვთა სახლის 1 ოთახის რემონტს. რემონტს ვაკეთებდით 1 თვის განმავლობაში ჩვენ თვითონ უღრმესი მადლობა მინდა მოვუხადო პირველ რიგში, იმ ადამიანებს, ვინც 1 თვის განმავლობაში გვერდში მედგნენ და მათი დახმარებით გავარემონტეთ ოთახი აგრეთვე ყველას იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩვენს აქციებში, დაგვეხმარა ამ კეთილ საქმეში.ღმერთი გფარავდეთ ყველას
ეს ჩვენი აქციის ლოგო "მზისფერნი" (ლოგოს ავტორია ჩამოხეული ბილბოარდები, ფოფონია ).
დიდი მადლობა პირველ რიგში ჩვენს ნინა -კოზაჩეს, რომელმაც სული ჩაუდგა ამ საქმეს და ჩვენც ყველას მოგვცა ძალა ჩავრთულიყავით ამ ორომტრიალში, რაც მიუხედავად შრომისა და დაღლილობისა საშინლად სასაიამოვნო აღმოჩნდა ... შემდეგ კი მადლობას ვეტყვი ყველა "კოზაჩეს"(მოკლედ ბედად იყო ეს დისკი ჩემს მანქანაში, თორემ ამ team-ს სახელი არ ექნებოდა ) ...მოდით ყველას არ ჩამოვთვლი, გამომრჩება ვინმე, რამოდენიმე მათგანი ამ ფოტოებშიც არც ჩანს, თუმცა მთავარი ალბათ ეს არაა... კიდევ მადლობა ყველა ბოკელს, ვინც 1 თეთრი მაინც გაიღო ამ აქციისთვის, ვინც ფოტოები, ნივთები და ძალისხმევა არ დაიშურა....ფიზიკურად და მატერიალურად დაგვეხმარა... მადლობა ნინას მეგობრებს და TBC ბანკს, დიდი წვლილი შეიტანეს .... მადლობა ბოკელების ყველა იმ მეგობარს, რომლებიც მხარში გვედგნენ...ჩვენს მეგობრებსა თუ ნაცნობებს....
მართალი თქვეს აქ, თითქოს ყველაფერი მარტივად ჩანს არადა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა ...რომ არა ეს ადამიანები ვერაფერს შევძლებდით....
მოკლედ ყველას გულითადი მადლობა ჩემი და ბავშვების სახელით, მრავალ შობა- ახალ წელს დაგასწროთ ღმერთმა და სულ ასეთი კეთილი საქმეები გაკეთებინოთ ჩემო კარგებო!!!