მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
გამარჯობა ადამიანებო ზრდილობის საკითხია და პირველ პოსტს რომ წერ ფორუმზე, ალბათ ხალხს უნდა გაეცნო მე მარიტა რატიანი ვარ, პროფესიით ეკონომისტი, ჰობით ფოტოგრაფი (ნუუ, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ), პოეტი (ესეც). ვარ პორტალ literatura.ge-ს ერთერთი ადმინი. აქვე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მიშას და გუჯას, რომელთაც ლიტ.კონკურს "წერო"-ს ერთერთი ფინალისტი წლის საუკეთესო 100 ფოტოში შესული წეროს სურათით დააჯილდოვეს. ამას წინათ მე და ჩემმა მეგობარმა დავასკვენით, რომ ფორუმი ალბათ ერთი უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში ახლა კი მინდა ამას შევეწინააღმდეგო კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქ