IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> საქველმოქმედო აქცია "მზისფერნი"
გამარჯობათ მეგობრებო, მართალია დამიგვიანდა ფოტო-რეპორტაჟი დუშეთის ბავშვთა სახლიდან, მაგრამ გარკვეული საპატიო მიზეზები მქონდა როგორც გახსოვთ 2007 წლის 27 მაისს ჩვენ ჩავატარეთ ხელით ნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. ამ აქციიდან შემოუსლი თანხა, მთლიანად მოხმარდა დუშეთის ბავშვთა სახლის 1 ოთახის რემონტს. რემონტს ვაკეთებდით 1 თვის განმავლობაში ჩვენ თვითონ უღრმესი მადლობა მინდა მოვუხადო პირველ რიგში, იმ ადამიანებს, ვინც 1 თვის განმავლობაში გვერდში მედგნენ და მათი დახმარებით გავარემონტეთ ოთახი აგრეთვე ყველას იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩვენს აქციებში, დაგვეხმარა ამ კეთილ საქმეში.ღმერთი გფარავდეთ ყველას
ეს ჩვენი აქციის ლოგო "მზისფერნი" (ლოგოს ავტორია ჩამოხეული ბილბოარდები, ფოფონია ).
აქ ახლა ყველა რომ შემოვდივართ და ვიძახით ვაი დედა რა კარგია, რა მაგრები ხართ, ბრავოოოოო, შემდეგში მეც თქვენთან მიგულეთო და ა.შ. მარტო ლაპარაკით საქმე არ გამოვა,
მოქმედებაა საჭირო,
ადრე ამ აქციის დასაწყისში მახსოვს საბანკო ანგარიშიც გაიხსნა და ვისაც რამდენის ჩარიცხვა შეეძლო იმდენს რიცხავდა,
იგივე რომ გაკეთდეს ახლა ურიგო არ იქნება, გაზაფხულამდე ვისაც რამდენის საშუალება ექნება იმდენი რომ გადარიცხოს "მზისფერების" ანგარიშზე, იმედი მაქვს იმდენი თანხა მაინც შეგროვდება რომ კიდე ერთი ოთახი გარემონტდეს ბავშვებისთვის, ბოლოსდაბოლოს 8000 კაცზე მეტი იუზერია ბოკეზე რეგისტრირებული და ყველამ თითო ლარი რომ გაიღოს, წარმოიდგინეთ რამდენი კარგი რამის გაკეთებას შევძლებთ პატარებისთვის,
ნინა შეგიძლია რომ ძველი ანგარიშის ნომერი ხელახლა გამოაქვეყნო და განვაახლოთ აქცია "მზისფერნი"