IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> საქველმოქმედო აქცია "მზისფერნი"
გამარჯობათ მეგობრებო, მართალია დამიგვიანდა ფოტო-რეპორტაჟი დუშეთის ბავშვთა სახლიდან, მაგრამ გარკვეული საპატიო მიზეზები მქონდა როგორც გახსოვთ 2007 წლის 27 მაისს ჩვენ ჩავატარეთ ხელით ნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. ამ აქციიდან შემოუსლი თანხა, მთლიანად მოხმარდა დუშეთის ბავშვთა სახლის 1 ოთახის რემონტს. რემონტს ვაკეთებდით 1 თვის განმავლობაში ჩვენ თვითონ უღრმესი მადლობა მინდა მოვუხადო პირველ რიგში, იმ ადამიანებს, ვინც 1 თვის განმავლობაში გვერდში მედგნენ და მათი დახმარებით გავარემონტეთ ოთახი აგრეთვე ყველას იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩვენს აქციებში, დაგვეხმარა ამ კეთილ საქმეში.ღმერთი გფარავდეთ ყველას
ეს ჩვენი აქციის ლოგო "მზისფერნი" (ლოგოს ავტორია ჩამოხეული ბილბოარდები, ფოფონია ).
სარემონტო სამუსაოების პირველი ეტაპი მეტად რთული იყო.
დავიწყეთ კედლების გასუფთავება ძველი საღებავისგან
ჩვენი ერთგული გუნდის მუშაობის პროცესი
გუჩა და ანანო
დუშეთის ბავშვთა სახლში კომუნიკაციები მოშლილია, წყალს ამ ჭიდან იღებენ
Added @ თავიდან საკმაოდ დაბნეულები ვიყავით, ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი და არ ვიცოდით საიდან დაგვეწყო. ჩვენმა ბელადმა milanelo-მ მოგვცა დავალებები და ერთაინი ძალით შევუტიეთ