IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით იგეგმება ფოტოკლუბი ბოკეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა, რომლიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დუშეთის მზრუნველობა-მოკლებულ ბავშვთა სახლს "პირმისაანთკარი".
გამოფენაზე იგეგმება ბოკეს 2007 წლის საუკეთესო ფოტოსურათების წარდგენა. დღეისათვის სულ მიღებულია 40-მდე ფოტოსურათის საბეჭდი ვერსია. ფოტოების ავტორებს ვთხოვთ დააფიქსირონ საქველმოქმედო მიზნით გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის თანხმობა.
უკვე 1 თვეზე მეტია, რაც ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაცია გეგმავს საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებას. გამოფენა-გაყიდვის მიზანი იყო და არის გაგველამაზებინა ახალი წელი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა ერთი სახლის ბავშვებისათვის მაინც. საგამოფენო დარბაზის გამოყოფის თხოვნით ჩვენ მივმართეთ არაერთი დარბაზის ხელმძღვანელობას. გამოფენის ბოლო წუთამდე ველოდით თანხმობას რომელიმე გალერეიდან. ერთადერთი, ვინც უსასყიდლოდ შემოგვთავაზა საგამოფენო დარბაზი, იყვნენ ჯეობარის წარმომადგენლები. აგრეთვე, მათ შეგვპირდნენ გაეშვათ დაგეგმილი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის თაობაზე სატელევიზიო ანონსი, რაც მოიზიდავს დამატებით მნახველს და მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ დასახულ მიზანს.
გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება 18 დეკემბერს 16:00 საათზე და დაიხურება 20:00 საათისთვის. 19-დან 21 დეკემრბის ჩათვლით გამოფენა-გაყიდვა იმოქმედებს 16:00 საათიდან გვიან საღამომდე.
საგამოფენო დარბაზი მდებარეობს გორგასლის ქუჩა 3/2 (აბანოებთან).
ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაცია იმედს იტოვებს, რომ კლუბის წევრები გაგებით მოეკიდებიან და გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტთან მიმართებაში.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიზნიდან გამომდინარე, თითო ფოტოს ფასი ჩარჩოს გარეშე იყოს 50 ლარი. თქვენ რას ფიქრობთ?
gaga, MaStErOFmAsTeRs, გავიწყდებათ, რომ ბოკეს ძირითადი საქმიანობა არ არის ქველმოქმედება. ეს არის ფოტოკლუბი. ფოტოკლუბმა უნდა მოაწყოს გამოფენა-გაყიდვა (და არა მარტო) და ამით იშოვოს ის ფული, რომელსაც შემდგომ გამოიყენებს საქველმოქმედო მიზნებით. ამაზე დავა, რომ ეს ასე არ არის, აქ უადგილოა.
აგრეთვე, ყველა მსურველს შეუძლია მოვიდეს გამოფენაზე და თანხა ჩააგდოს საქველმოქმედო ფონდის ყუთში. ასე, რომ ამაზე ნაფიქრია: გამოფენა მოიზიდავს დიდი რაოდენობით მნახველს, ნაწილი იყიდის ფოტოსურათებს, ხოლო ნაწილი პირდაპირ გაიღებს თანხას ქველმოქმედების მიზნით.
ყველას ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთ დღეს 12:00 საათზე მოხვიდეთ საგამოფენო დარბაზში და მოგვეხმაროთ საინფორმაციო ფლაიერების დარიგებაში.