IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით იგეგმება ფოტოკლუბი ბოკეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა, რომლიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დუშეთის მზრუნველობა-მოკლებულ ბავშვთა სახლს "პირმისაანთკარი".
გამოფენაზე იგეგმება ბოკეს 2007 წლის საუკეთესო ფოტოსურათების წარდგენა. დღეისათვის სულ მიღებულია 40-მდე ფოტოსურათის საბეჭდი ვერსია. ფოტოების ავტორებს ვთხოვთ დააფიქსირონ საქველმოქმედო მიზნით გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის თანხმობა.
უკვე 1 თვეზე მეტია, რაც ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაცია გეგმავს საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებას. გამოფენა-გაყიდვის მიზანი იყო და არის გაგველამაზებინა ახალი წელი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა ერთი სახლის ბავშვებისათვის მაინც. საგამოფენო დარბაზის გამოყოფის თხოვნით ჩვენ მივმართეთ არაერთი დარბაზის ხელმძღვანელობას. გამოფენის ბოლო წუთამდე ველოდით თანხმობას რომელიმე გალერეიდან. ერთადერთი, ვინც უსასყიდლოდ შემოგვთავაზა საგამოფენო დარბაზი, იყვნენ ჯეობარის წარმომადგენლები. აგრეთვე, მათ შეგვპირდნენ გაეშვათ დაგეგმილი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის თაობაზე სატელევიზიო ანონსი, რაც მოიზიდავს დამატებით მნახველს და მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ დასახულ მიზანს.
გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება 18 დეკემბერს 16:00 საათზე და დაიხურება 20:00 საათისთვის. 19-დან 21 დეკემრბის ჩათვლით გამოფენა-გაყიდვა იმოქმედებს 16:00 საათიდან გვიან საღამომდე.
საგამოფენო დარბაზი მდებარეობს გორგასლის ქუჩა 3/2 (აბანოებთან).
ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაცია იმედს იტოვებს, რომ კლუბის წევრები გაგებით მოეკიდებიან და გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტთან მიმართებაში.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიზნიდან გამომდინარე, თითო ფოტოს ფასი ჩარჩოს გარეშე იყოს 50 ლარი. თქვენ რას ფიქრობთ?
ბავშვებისათვის დახმარება თუ არი გადაწყვეტილი, ხომ არ ჯობს სურათების დაბეჭდვის ღირებულება პირდაპირ გადაერიცხოს ბავშვთა სახლს? ყოველ შემთხვევაში 100 პროცენტიანი გარანტიაა, რომ რაღაცას მაინც მიიღებენ ბავშვები. ამ ტოპ სიაში არცერთი ჩემი სურათი არაა(რამდენიმეჯერ მაიძულეთ წამეშალა გალერეა), მაგრამ სიამოვნებით ვაჩუქებდი ჩემი თითოეული ღირსეული(ჩემი საკუთარი აზრით) ფოტოს დაბეჭდვისთვის განსაზღვრულ თანხას ბავშვთა სახლს. მოუწოდებ სხვებსაც ანალოგიურად მოიქცეს და არა ეცადოს გააკეთოს რაღას გორე ს პაპალამ გამოფენა, რომლის უსპეხი ვესმა სამნიტელნია