BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> ოთარ ჩხარტიშვილი ანტისოციალისტი მხატვარი, "1990 წ-მდე ანტისაბჭოთა იარლიყი მქონდა მიკერებული"

| |
tavadi
post Nov 22 2007, 03:33
#1 

Amateur Amateur
4,340


user posted image

ოთარ ჩხარტიშვილი დაიბადა 1938 წლის 5 ივლისს ქობულეთში. მან მიიღო მონაწილეობა ბევრ ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენაში.
1958 წელს მონაწილეობდა ქ. დელის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელზეც დაჯილდოვდა მთავარი პრიზით.
1959-ში გამოვიდა მოსკოვში და დაჯილდოვდა ფულადი ანაზღაურებით.
1960 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.
1961 წლიდან იღებს მონაწილეობას მოძრავ გამოფენებში.
1962 წელს ის თბილისში აწყობს სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას.
1963 წელს იგი სამჯერ გაირიცხა სამხატვრო აკადემიიდან. პირველად მაშინ, როცა არ აღიარა აკადემიური დოგმები. მეორედ გარიცხულ იქნა მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიის უარყოფისათვის. მესამედ გამორიცხეს სამხედრო სწავლების არ გავლის გამო.
მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა 1966 წელს მან წარმატებით დაამთავრა აკადემია, ნაშრომით "ჩემი კერა" რომელიც დღეს ინახება სამხატვრო აკადემიის საცავში.
1967-ში მონაწილეობდა საგაზაფხულო გამოფენაზე ნამუშევრით "ნუნუკას პორტრეტი"
1973 წელს გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა მოსკოვში თეატრ "ხუდოჟესტვენაია"-ში(მხატვრობა, გრაფიკა)
1974 წლის 15 სექტემბერს იღებდა მონაწილეობას ნონ-კონფორმისტ მხატვართა გამოფენაზე იზმაილოვსკის პარკში. ეს გამოფენა ცნობილია, როგორც "ბულდოზერების გამოფენა" რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ: ა. გლეზერი, ე. რუხინი და ო.რაბინი
1975 წელს ის მიიწვიეს მოსკოვში ნონ-კონფორმისტ მხატვართა გამოფენაზე, რომელიც შემდგომ გადატანილ იქნა ლენინგრადში ევგენი რუხინისა და გალინა პოპოვას შეუღლების 10 წლისთავის აღსანიშნავად.
ამავე წელს იგივე ჯგუფთან ერთად იყო მონაწილე გამოფენისა, რომელიც მიეძღვნა მალევიჩის 100 წლის იუბილეს.
1977-ში ნამუშევარი "სპილო" გამოფენილ იქნა თბილისის ეროვნულ გალერეაში. (ამჯამად ნამუშევარი ინახება ნიუ ჯერსის შტატის "ზიმერლის" სახელობის მუზეუმში)

user posted image

1978 წელს მხატვართა სახლში გამოიფინა მისი ერთერთი საუკეთესო ნამუშევარი, ობიექტი "სკამი"
1981 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა, რომელიც იყო "5 წლიანი ბრძოლის შედეგი", რადგან ის ატარებდა ანტისოციალისტი მხატვრის იარლიყს და ვერ ახერხებდა პერსონალური გამოფენის გამართვას. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 250 ნამუშევარი: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, კოლაჟი და ობიქტები.
1984 წლიდან იგი მოიაზრება ავანგარდისტად.
1986 წელს ეროვნულ გალერეაში გაიმართა მისი პირველი ბიენალე.
1988-ში ეროვნულ გალერეაში მოეწყო გაერთიანებული გამოფენა, რომელმაც შემდგომ გადაინაცვლა ხარკოვში და 1990 წელს მოსკოვში.
1991 წელს მოეწყო სამი მხატვრის გამოფენა მზიურის დარბაზში მოსკოვში.
1996 წელს შექმნა რუსთავის მხატვართა გაერთიანება "ნიკო"(პრეზიდენტი ოთარ ჩხარტიშვილი)
1998 ეროვნულ გალერეაში მოეწყო ოთარ ჩხარტიშვილისა და ჰანს ჰაინერ ბურის ერთობლივი გამოფენა.
1999 წელს წარმოდგენილ იქნა 70, 80, 90-იანი წლების ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში.
2005 წელს გაიმართა ავანგარდისტთა ერთობლივი გამოფენა საგამოფენო დარბაზ "ვერნისაჟში"(თბილისი)
მისი ნამუშევრები დაცულია ლონდონის "მელს გალერიში", საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ნიუ ჯერსის "ზიმერლის" მუზეუმში. ასევე ინახება მრავალ კერძო კოლექციონერთა საცავებში.
2006 წელს ოთარ ჩხარტიშვილი გარდაიცვალა 67 წლის ასაკში.

1974
user posted image

1971
user posted image

1972
user posted image

1975
user posted image

1980
user posted image

1981
user posted image

1990
user posted image

1991
user posted image
Added @
1990
user posted image

1990
user posted image

1998
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Added @
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Added @
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
sarke
post Dec 14 2007, 00:34
#2 

Amateur Amateur
571


user posted image
აიი ესეც ის ფოტო smile.gif ვნახე ნახატი smile.gif
Added @
ცოტა შელახულია მარა არაუშავს smile.gif rolleyes.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
tavadi   ოთარ ჩხარტიშვილი ანტისოციალისტი მხატვარი   Nov 22 2007, 03:33
Sikvdila   მაგრებია !   Nov 22 2007, 09:57
Levan Kipiani   !!!!!!!!!!!!!!!!!!!...   Nov 22 2007, 11:28
David Talakhadze   საინტერესოა   Nov 22 2007, 12:10
Nina Minzoni   მშვენიერიაააა! ძალიან დიდი მადლობა ...   Nov 22 2007, 14:55
RedCrimsonCactus   ძაან მაგარია   Nov 22 2007, 15:25
dathuna   : )   Nov 22 2007, 15:38
Devendra   ვატოს ბაბუა   Nov 22 2007, 16:38
Sophia87   POP ART :D   Nov 22 2007, 16:40
Sebastiao_Salgado   პასპორტები და დამპალი თევზი ძაან მაგ...   Nov 22 2007, 17:12
tavadi   მიხარია რომ მოგწონთ კიდე ბევრი კარგი ...   Nov 22 2007, 19:20
DIKARKA   tavadi, მე მაინტერესებს ,თან ძაააან :tongue: :tongue: ...   Nov 23 2007, 01:46
tavadi   DIKARKA, კარგი ძვირფასო ხვალ ავტვირთავ კიდ...   Nov 23 2007, 01:59
DIKARKA   tavadi, აუ კარგი რა,: )))))))))))) ვისგან ითხოვ ამდე...   Nov 23 2007, 03:30
anika-zeppelin   woooow ძალიან მომწონს.. მაგარი ნამუშევრებ...   Nov 23 2007, 19:12
_vato_   დიდი მადლობა დავით ასეთი საჩურისთვის...   Nov 26 2007, 02:04
DIKARKA   _vato_, ბოლო ორი წინადადება : ) ვატო უნდა ია...   Nov 26 2007, 02:15
N67   tavadi, კაის იზამ თუ დაამატებ... ზოგი ძაან მ...   Nov 26 2007, 13:20
tavadi   DIKARKA, ციიც :gcem: ვერ მოვიცალე ბოდიშით. ამ ს...   Nov 26 2007, 13:57
tavadi   _vato_, აქმდეც უნდა ყოფილიყო ეს თემა აქ, მა...   Nov 26 2007, 23:04
tavadi   [img]http://img91.imageshack.us/img91/9974/000116copyjd8.jpg [url=http://imageshack.us][img]http://...   Nov 27 2007, 00:33
DIKARKA   tavadi, ძლივს! : )) ძალიან ორიგინალური ხედვ...   Nov 27 2007, 01:55
tavadi   DIKARKA, ისე ბიოგრაფიაც რომ წაგეკითხა მაგა...   Nov 27 2007, 13:26
sarke   სხვათაშორის ბაბუაჩემის ახლო მეგობარ...   Dec 14 2007, 00:05
tavadi   sarke, გაიხარე ;) კარგი ქენი რომ დადე   Dec 14 2007, 00:44
hey sexy   ვაუუუუუ რა ძალიან საინტერესო იყო ფან...   Dec 26 2007, 14:57
frida kalho   :bravo:   Oct 23 2008, 17:07
Oto Gordeladze   მაგრა ვისიამოვნე :)   Oct 23 2008, 17:22
Medea Sharikadze   ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო თე...   Oct 27 2008, 11:34
Mze   genialuria bravo   Oct 27 2008, 12:38
just me   უსაზღვრო ფანტაზიაა !!!!!! ძალი...   Oct 27 2008, 20:52
sabai   საიდუმლო სერობა რამაგარია : ))))   Oct 27 2008, 21:06
oeeee   სიტყვები არ მყოფნის. რამდენიმე ნახატ...   Nov 2 2008, 11:10
HocusPocus   თემისთვის დიდი მადლობა : )   Nov 3 2008, 11:45
tavadi   oeeee, რაც მქონდა ავტვირთე... ;)   Nov 3 2008, 15:03
mariami   საინტერესო კაცი იყო.. როგორ მახსოვს , ა...   Nov 5 2008, 19:49
maiko jikia   saintereso ara upro dzaan magari da didixani sheidzleba arc qvqavdes eseti da vin apase...   Nov 15 2008, 02:03
Levan Sikharulidze   ვაააა   Nov 15 2008, 02:28


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 19th June 2025 - 18:49

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'