მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ნიკი: გუკა-დევიდ გილმორი სახელი, გვარი: გური(გუკა) გოლიაძე დაბადების თარიღი: 1990 3 თებერვალი გარდაცვალების თარიღი: ჯერ უცნობია საქმიანობა: ჯერ სკოლას ვერ გავცდი ჰობი: ჩემი ძმის გადამკიდე რა ჰობი უნდა მქონდეს თუ არა მანქანები და ცოტა ხანში ფოტოგრაფობასაც დამაწყებინებს თუ უკვე არ დავიწყე Pink Floyd-ს მეც ვუსმენ და ვანიჩკები უკვე ჩემი გადამკიდე უსმენს მაგათ