მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
1990 წ. დედიკომ თავის ქმარს ყავაში ბუზი ჩაუხარშა...იჩხუბეს...ამიტომ "დე" იძულებული გახდა მეზობელ აზიზასთან გადასახლებულიყო...
9 months later...
1991 წლის 21 დეკემბერს "დე"-მ "დამყარა." "დედი ერთა" ვიყავი და ეგოისტურადაც არ ვიზრდებოდი...კარგად მახსოვს ბალღობა... აზიზა "მამიტო" წყალს ხარშავდა და მრეცხავდა ხოლმე...არ მიყვარდა...ტურტლი ვიყავი,ნამდვილი ტურტლი...3 წლამდე გივი მერქვა...შემდეგ,როცა გაირკვა რომ გოგო ვიყავი მარიკელა დამარქვეს...მამა არ მახსოვს... მიმატოვა...დედა ძველი ნირვანისტკაა,ამიტომ ჩემთვის არ ეცალა...