http://photo.net/photodb/photo?photo_id=4050426 ეს ფოტო შემთხვევით პორტრეტებიდან "ამოხტა" თურმე ნიუ ყოფილა მაინტერესებს რა ქულას დაწერდით ამ ფოტოში მის ავტორს რომ დაედო. ინკვიზიტორებსაც შეუძლიათ დისკუსიაში ჩაბმა
ამ ფოტოს ავტორმა ხომ ვაბშე არ იცის რატომ ეტაკა ამდენი ხალხი მის ფოტოს ასე განცხრომით მე ვთვლი, რომ საქართველოს დონეზე ძალიან პროვოკაციულია. მაგალითად ფრანგმა ამაზრზენად შეიძლება პორნოგრაფიაც არ ჩათვალოს. მაგრამ ამ ფოტოს იმდენმა ადამიანმა დაუკომენტარა და სამწუხაროდ მარტო ბოკეზე "ვიგებ" რომ პორნოგრაფიული ყოფილა. საქართველოში შიშველი ნატურის საზღვარი უფრო მუხლებამდე ჩადის (ზოგისთვის კოჭებამდეც კი) და რაც მალე "ავინაცვლებთ" მით უფრო დავაფასებთ იმათ ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. ცადეთ და დამიჯერებთ ურთულესი გადასაღებია. და მერე ბოკეზე დადებულ გლამურის და შიშველი ნატურის ფოტოებს ასე მარტივად არ დაუწერთ ნულებს ... თუ რა თქმა უნდა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აქტიური წევრი არ ხართ