მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
limo- ლიკა მოშენაშვილი დაბადების თარიღი- 23.03.86 დაბადების ადგილი - ქალაქი თბილისი
14 წლის ასაკში წამოვედი ისრაელში სასწავლებელი პროგრამით. 4 წელი უმშობლებოდ ჯერჯერობით საუკეთესო წლები და საუკეთესო მოგონენები დავამთავრე 12 კლასი, 2004 წელში წავედი ჯარში( მთავარი ფარმაცევტის ასისტენტი, ფორმა - თეთრი ხალათი) ხაკის ფერი და ავტომატი მინდოდა მარა მამამ არ გამიშვა... 2005 წელში ჯარი დავხურე, და მუშაობა დავიწყე... 2006-2007 სასამართლო მდივნის კურსების დიპლომი.. ვმუშაობ ჯანსაღი კვების კლუბში... აი ესეც მრავალფეროვნება , გადავხედე და მეთითონ გამეცინა
მიყვარს: სიმღერა, ცეკვა, ფოტოგრაფირება, ხატვა, ხატვა, ხატვა და ისევ ხატვა , მიყვარს ხელოვნება, მუსიკა და კაი კახური ჩურჩხელები მინდა შევისწავლო ინტერიერის და ტანსაცმლის დიზაინი , მინდა გავხდე პროფესიონალი ფოტოგრაფი , ცოტა მესმის და მინდა უკეთესად ვიცოდე ესპანური და იტალიური ... მინდა ბევრი ვიმოგზაურო მოკლედ მინდა ყველაფერი ამ ცხოვრებისგან და კიდევ ბევრი სხვაა ....
მინდა მყავდეს საკუთარი ოჯახი და ვიყო ბედნიერი ეს პირველ რიგში რათქმაინდა და ყველას ვუსურვებ ამას !!!!
7 წელია საქართველო არ მინახავს და უზომოდ მენატრება!!! საქართველოსთან მუდმივ კავშირში ვარ ბოკეც იმიტო მიყვარს ბევრი ქართველი როა აქ ბლოომად , და რათქმაუნდა იმიტო რო საინტერესოც არის ...
ვსო მგონი ყველაფერი ჩამოვწერეეე Added @ ეხლა ძველ გრეხებს ნუ გამიხსენებ
[/quote]
გრეხი გრეხია მაგას სროკ გოდნოსწი არ აქვს ძველი ახალი არ ვიცი