ფოტოკლუბი ბოკე და ფუჯიფილმის წარმომადგენელი საქართველოში ანხორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ოქტომბრის თვეში ბოკეს ის ტოპ-30 ფოტო, რომელიც მოყვანილია ქვევით მოცემულ სქრინშოტში, დაიბეჭდება და გადაეცემა ფოტოს ავტორს უფასოდ!
ამისათვის, ფოტოს ავტორმა უნდა გაგზავნოს ფოტოს ორიგინალი (ანუ, დასაბეჭდი ვერსია მინიმუმ 2272x1704) არაუგვიანეს 9 ნოემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: A-LESH-A @ yandex.ru (ადგილის გამოტოვების გარეშე, ანუ "პრობელების" გარეშე), მიუთითოს გზავნილში ბოკეზე რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი (ნიკი) და 12 ნოემბერს მიაკითხოს დაბეჭდილ ვერსიას შემდეგ მისამართზე: მარჯანიშვილის 26.
Sikvdila სიმართლე გითხრა მე რომ დავპოსტე 4.78 იყო/ მეორე : ტოპ30-ში მაგდენი ქულით ვერ შეხვალ და დაჟე დ/ფ-ც შეიძლება ვერ გახდეს... კიდევ იმას გეტყვი, რომ 37-ს რომ აქვს შეფასებული, 4.96 აქვს რეიტინგი ფოტოს 1 კაცს ძალიან გაუჭირდება მისი საშუალო შეფასების ასე დაგდება და თვალებში ნაცრის შეყრა არაა კაი საქმე. მე მაგ ფოტოებს მაინც ვერ დავბეჭდავ რადგან საქართველოში არ ვარ, მაგრამ ზოგადად ფაქტია არასასიამოვნო წერტილი