ფოტოკლუბი ბოკე და ფუჯიფილმის წარმომადგენელი საქართველოში ანხორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ოქტომბრის თვეში ბოკეს ის ტოპ-30 ფოტო, რომელიც მოყვანილია ქვევით მოცემულ სქრინშოტში, დაიბეჭდება და გადაეცემა ფოტოს ავტორს უფასოდ!
ამისათვის, ფოტოს ავტორმა უნდა გაგზავნოს ფოტოს ორიგინალი (ანუ, დასაბეჭდი ვერსია მინიმუმ 2272x1704) არაუგვიანეს 9 ნოემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: A-LESH-A @ yandex.ru (ადგილის გამოტოვების გარეშე, ანუ "პრობელების" გარეშე), მიუთითოს გზავნილში ბოკეზე რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი (ნიკი) და 12 ნოემბერს მიაკითხოს დაბეჭდილ ვერსიას შემდეგ მისამართზე: მარჯანიშვილის 26.
Magdu, ეგ ყველაფერი გავიგე, მაგრამ "შემოვალ წინადადებით ფაქტიურად ეს 30ეული არის კონკურსში გამარჯვებული და თუ არის შესაძლებელი ტექნიკურად გამოქვეყნებიდან დაბეჭდვამდე აიკრძალოს ამ ნამუშევრების შეფასება და ვეღარც რეიტინგს დაუგდებენ და არც არავის ექნება პრეტენზია არაფერზე." ამაზე საუბარი რეალურია თუ არა?