ფოტოკლუბი ბოკე და ფუჯიფილმის წარმომადგენელი საქართველოში ანხორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ოქტომბრის თვეში ბოკეს ის ტოპ-30 ფოტო, რომელიც მოყვანილია ქვევით მოცემულ სქრინშოტში, დაიბეჭდება და გადაეცემა ფოტოს ავტორს უფასოდ!
ამისათვის, ფოტოს ავტორმა უნდა გაგზავნოს ფოტოს ორიგინალი (ანუ, დასაბეჭდი ვერსია მინიმუმ 2272x1704) არაუგვიანეს 9 ნოემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: A-LESH-A @ yandex.ru (ადგილის გამოტოვების გარეშე, ანუ "პრობელების" გარეშე), მიუთითოს გზავნილში ბოკეზე რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი (ნიკი) და 12 ნოემბერს მიაკითხოს დაბეჭდილ ვერსიას შემდეგ მისამართზე: მარჯანიშვილის 26.
tavadi, არის სურათები, რომლებიც მიუხედევად იმისა რომ საუკეთესოებშია შესული, ბევრს არ უნახია. და ეს ბუნებრივიც არის. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა ტოპ30, ბევრმა დაათვალიერა და შეაფასა ეგ ფოტოები. შესაბამისად, ზოგს მოემატა ქულა, ზოგს დააკლდა. ჩემი ფოტოც იყო ტოპ30-ში და ახლა აღარ არის, ამოვარდა. კიდევ ერთხელ: დაიბეჭდება ის ფოტოები, რომლებიც სკრინშოთზეა http://123.ge/uploads/1/15074.jpg