ფოტოკლუბი ბოკე და ფუჯიფილმის წარმომადგენელი საქართველოში ანხორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ოქტომბრის თვეში ბოკეს ის ტოპ-30 ფოტო, რომელიც მოყვანილია ქვევით მოცემულ სქრინშოტში, დაიბეჭდება და გადაეცემა ფოტოს ავტორს უფასოდ!
ამისათვის, ფოტოს ავტორმა უნდა გაგზავნოს ფოტოს ორიგინალი (ანუ, დასაბეჭდი ვერსია მინიმუმ 2272x1704) არაუგვიანეს 9 ნოემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: A-LESH-A @ yandex.ru (ადგილის გამოტოვების გარეშე, ანუ "პრობელების" გარეშე), მიუთითოს გზავნილში ბოკეზე რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი (ნიკი) და 12 ნოემბერს მიაკითხოს დაბეჭდილ ვერსიას შემდეგ მისამართზე: მარჯანიშვილის 26.
Shota Megrelishvili, თქვენს მიერ დადებულ ლინკში ჩემი ფოტო შესულია, მაგრამ უკვე აღარ არის top30ში და დაიბეჭდება თუ არა მაინტერესებს.
P.S. არ მაქვს პრეტენზია იმაზე რომ ჩემი ფოტო საუკეთესოა, მაგრამ როცა 43 შეფასებით 4.97 აქვს ქულა და 1 შეფასებით 4.84 ჩამოდის მიმაჩნია რომ ასეთი ფაქტები უნდა დაისაჯოს. ეს ნიშანი რომ დაწერილიყო ფოტოს დადებიდან რამდენიმე დღეში არ მექნებოდა პრეტენზია რადგან 4.84იც ძალიან კარგი შეფასებაა, მაგრამ ქულის დაგდება მოხდა სპეციალურად მას შემდეგ რაც დასაბეჭდი 30ეული გამოქვეყნდა და დაუგდეს რეიტინგი არამარტო ჩემს, არამედ სხვა ფოტოებსაც და მაინტერესებს რა მოიმოქმედა ადმინისტრაციამ ან რა სადამსჯელო ღონისძიებებს გაატარებს მომავალში ამის აღმოსაფხვრელად.