IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> სექტემბერი: თვის საუკეთესო 30-ეული
სიახლე! ფოტოკლუბი ბოკე და ფუჯიფილმის წარმომადგენელი საქართველოში ანხორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სექტემბრის თვეში ბოკეს ის ტოპ-30 ფოტო, რომელიც მოყვანილია ქვევით მოცემულ სქრინშოტში, დაიბეჭდება და გადაეცემა ფოტოს ავტორს სრულიად უფასოდ!
ამისათვის, ფოტოს ავტორმა უნდა გაგზავნოს ფოტოს ორიგინალი (ანუ, დასაბეჭდი ვერსია მინიმუმ 2272x1704) არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: A-LESH-A @ yandex.ru, მიუთითოს გზავნილში ბოკეზე რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი (ნიკი) და ორი სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მიაკითხოს დაბეჭდილ ვერსიას შემდეგ მისამართზე: მარჯანიშვილის 26.
სურათები, რომელიც დროულად გაიგზავნა ამ თემის პირველ პოსტში მითითებულ მაილზე, დაბეჭდილია და შეგიძლიათ წაიღოთ. სულ ასეთი 12 თუ 13 ფოტოა. მარჯანიშვილის მეტროდან გამოსულები ამოუხვევთ მაშინვე მარცხნივ (ზემოთ, ეკლესიისკენ) და იქვე არის ფუჯიფილმი. მუშაობს საღამოს 8 საათამდე