მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
sopuna-სოფო (სოფუნა, ფოფო, სოფ). . . . მაისურაძე1989 წლის 28 ივლისიდან მოყოლებული ვცხოვრობ დედამიწაზე..... ვისწავლე რამოდენიმე სკოლაში და დავამთავრე 53ე ... ამჟამად სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეუფლები იურისპრუდენციას , როგორც ბევრი ბოკელთაგანი როგორც აქ შევნიშნე არადა ტურიზმის მენეჯერი ვიქნებოდი დიდი სიამოვნებით , ან სულაც ტურისტი მიყვარდა მიყვარს მეყვარება ხელოვნება--სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა დარგი მიტაცებდა,ხოდა აი დადგა ფოტოგრაფიის ჯერიც ცეკვა რო მიყვარს მუსიკა, გართობა, სიყვარული და გაგება ეს მემგონი ჰობი არ უნდა იყოს ხო კიდე სიარული მიყვარს სანამ დავიღლები საქართველო მიყვარს უსაზღვროდ და ძალიან მინდა მთელი საქართველო ვნახო კუნჭულ-კუნჭულ ...... გაზაფხულს ველოდები აცივდება თუ არა იმ დღიდან ( აი უკვე ველოდები) როცა რაიმეს უკეთ ახსნა მინდა რუსულად ვიწყებ ლაპარაკს არ ვიცი ეს კარგია თუ ძალიან ცუდი მაგრამ ეს ასეა კიდე რა გითხრათ ჩემზე....... კიდე რაღაცეები ახასიათებს სოფუნას და ეგ ისე მერე პირადად გაიგებთ ვისაც გაგიცნოობთ ვისაც უკვე გიცნობთ კიდე ძალიან მიყვარხაააართ