IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> სექტემბერი: თვის საუკეთესო 30-ეული
სიახლე! ფოტოკლუბი ბოკე და ფუჯიფილმის წარმომადგენელი საქართველოში ანხორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სექტემბრის თვეში ბოკეს ის ტოპ-30 ფოტო, რომელიც მოყვანილია ქვევით მოცემულ სქრინშოტში, დაიბეჭდება და გადაეცემა ფოტოს ავტორს სრულიად უფასოდ!
ამისათვის, ფოტოს ავტორმა უნდა გაგზავნოს ფოტოს ორიგინალი (ანუ, დასაბეჭდი ვერსია მინიმუმ 2272x1704) არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: A-LESH-A @ yandex.ru, მიუთითოს გზავნილში ბოკეზე რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი (ნიკი) და ორი სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მიაკითხოს დაბეჭდილ ვერსიას შემდეგ მისამართზე: მარჯანიშვილის 26.
თვის 30-ეულში შეიძლება იყოს 50, ან 100 ფოტო? შემდეგი თვის 5 რიცხვი იმიტომ არის შერჩეული, რომ ამ დროისათვის წინა თვის ტოპ-30-ეული არის ჩამოყალიბებული და პრაქტიკულად აღარ მოძრაობს. ის, რომ ფოტოს აქვს ტოპ-30-ეულის აღნიშვნა, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს ფოტო იყო საუკეთესო 30-ეულში.
უფასოდ დაიბეჭდება მხოლოდ ის 30 ფოტო, რომლებიც მოცემულია სქრინშოტში.
ტექსტი შესაბამისად ჩასწორდება ეხლა, რომ არ დაგაბნიოთ.