ძვირფასო ფორუმელებო! მიმდინარე წლის 3 ივლისს, კვირას, ქ.თბილისში, "ნ გალერეაში" 15 საათზე შედგება ფოტოკონკურს "ფოტოგაზაფხული 2005"-ს საზეიმო დახურვა-გამოფენა. დასახელდება და დაჯილდოვდებიან გამარჯვებული ავტორები. იმავე დღეს, საღამოს, საკონკურსო ვებ-საიტზე გაიხსნება ავტორთა ვინაობა და ჟიურის შეფასებები. გთხოვთ, გვეწვიოთ და მიულოცოთ გამარჯვებულებს!
Guja, ხო, ეგ მეც შევატყე, მაგრამ ერთს ალბათ შეამჩნევდი, რუსული ნაწილის შეფასებები უფრო უახლოვდება ერთმანეთს.
უკვე 2 წლის პრაქტიკამ ერთი დამანახა, თითოეული ჟიურის წევრი გალერეის მთლიანი გადათვალიერების შემდეგ თავად ირჩევს შეფასებების დიაპაზონს. ასე რომ თუ რომელიმე წევრი გადაწყვეტს რომ გალერეა 3-დან 7 ბალიან დონეზეა, მისი მაქსიმალური ქულაა 7 ბალი. თუ მეორე გადაწყვეტს რომ გალერეის დონე 1-დან 9-მდეა, შესაბამისი ნაწილდება ქულები, აი აქედანაა ასეთი განსხვავებული შეფასებები.