მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
beshqena - ბექა კოკაია დავიბადე თბილისში, 1983 წლის 25 ნოემბერს.
მყავს ცოლუკა და მარტის დასაწყისში ველოდებით ბაღანას
2005 წელს დავამთავრე თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2003 წლიდან ვმუშაობდი სხვადასხვა ტელევიზიაში (მე-9 არხი, მზე, საზოგადოებრივი არხი (მოამბე), Music Box)... ბოლოს ტელევიზიები მომბეზრდა და PR-მა გამიტაცა. ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ სეროზულ ორგანიზაციაში PR-მენეჯერად და მომწონს ეს საქმე. 5 წელი ვთამაშობდი ფეხბურთს სხვადასხვა გუნდებში, მერე ტრავმა მივიღე და...
უი, ხო, თსუ-ს დამთავრების შემდეგ უცებ მომინდა თეატრალურში ჩაბარება სარეჟისოროზე (მაშინ ეროვნული გამოცდები პირველად ჩატარდა), გავედი გამოცდებზე და ჩავაბარე. გამიკვირდა და თან გამიხარდა.
პირველი კურსი რომ დავხურე მივხვდი, რომ არ მომწონდა და საბუთები გამოვიტანე.
მიყვარს კარგი მუსიკის მოსმენა, ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს, თუ კარგია რეპსაც მოვუსმენ, ელექტრონულ ჯაზსაც და ჰარდროკსაც.
ვწერ მოთხრობებს. 2005 და 2007 წლებში მონაწილეობა მივიღე (და ფინალში მოვხვდი) ლიტერატურულ კონკურსში PEN-მარათონი, 2007-ში ჩემი ნაწერი 10 საუკეთესო ნაწარმოებთა კრებულში მოხვდა და გამიხარდა.
ვუკრავ გიტარაზე (მეგობრები ამბობენ კარგად უკრავო), ტამტამზე, ტუჩის გარმონზე... შიგადაშიგ სიმღერებსაც ვწერ.
ფოტოების გადაღება სულ რამდენიმე თვეა დავიწყე. ძაან გამიტაცა. მგონი ნელ-ნელა ვამუღამებ...
ჰო, ძალიან მიყვარს იტალია, იტალიელი ხალხი, ენა, კულტურა და რა თქმა უნდა Squadra Azura (იტალიის ფეხბურთელთა ნაკრები)!