მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
თავადი: ბოკე თქვენთვის დროს ყოველთვის მოვნახავ გახლავართ აბაშიძე დავითი დავიბადე 1986წლის მიწურლს დეკემბრის 18-ში ქ. რუსთავში. გავიზარდე და ვცხოვრობ აქვე გინდათ ბნელი უძახეთ მიყვარს ჩემი ქალაქი. პატარაა ყველას იცნობ და ყველაფერი შენია. ახლა თსუს მე-4 კურსის სტუდენტი ვარ, ნავთობტექნოლოგი ვიქნები, ხოლო რამდენიმე წელში BPის პრეზიდენტი
ბოკე: გვარი კარგი გაქვთ ნამდვილად, არ მიწყინოთ მაგრამ ბატონყმობა ხომ გადავარდა რაღა ფუნქცია აქვს თქვენს ნიკს?
თავადი: გეთანხმებით ბატონყმობა გადავარდა, არც ბატონი ვარ და არც ყმები მყავს(იცინის) მაგრამ თავადური სისხლი და გენები დამრჩა და ვარ კიდეც თავადი ამაზე პრეტენზია ყოველთვის მექნება, რადგან ნაწილობრივ გავიზარდე ბაბუასთან რომელიც მართლა თავადი იყო და თავადურათაც ცხოვრობდა.
თავადი: მეცნიერულ ნაშრომს ვაკეთებ როგორი უნდა იყოს თანამედროვე თავადი (იცინის) როგორც მოგახსენეთ სტუდენტი ვარ. ცოტახანი ვიმუშავე ITად და მივხვდი რომ ეგ სათავადო საქმე არ არის. ვცდილობ ვიყო დამოუკიდებელი და ახლა ბიზნესის ორომტრიალში ჩავები რა გამოვა ჯერ არ ვიცი. ასევე ჩოხოსანთა დასშიც ვირიცხები და ხანდახან იქაც რაღაცას ვაკეთებ.
ბოკე: სპორტი თუ გიყვართ, ან ჰობი თუ გაქვთ და რაზე ოცნებობთ თუ საიდუმლო არ არის?
თავადი: სპორტი მიყვარს. კალათბურთს ვთამაშობდი მთელი ბავშვობა და რამდენჯერმე ჩემპიონობაც მოვიპოვეთ. თუმცა არ გავყევი. ცურვაზე გადავერთე და იქაც მქონდა მიღწევები, აქ მხოლოდ მეორე ადგილს დავჯერდი. ჰობი ბევრი მაქვს: თევზაობა, ნადირობა, ტყე-ღრეში ხეტიალი, კლდეებზე ფორთხვა, ყველანაირი ექსტრემი და ფოტგრაფიაც დაემატა ამ ბოლო პერიოდში. ოცნება? ბევრი არ ჩამოვთვლი
ბოკე: აღარ მოგაცდენთ დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ. კარგად ბრძანდებოდეთ
თავადი: მადლობა თქვენ. ყოველთვის ბედნიერი ვიქნები თქვენი ნახვით. ერთს დავძენ, ისევე როგორც ყველგან ჩვენთანაც არეულია ოჯახი,მაგრამ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება და ბოკე დაიბრუნებს დიდებას. დიდი მადლობა, რომ მესტუმრეთ მომავალ შეხვედრამდე