მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ამ თემაში 2005 წელს დავპოსტე და ახლა სულ სხვა რაღაცეებს დავწერდი. ხოდა, დავწერ სახელი და გვარი - იგივე. უკვე 21-ის ვარ ჟურნალისტი და ვმუშაობ სიამოვნებისთვის NGO-ებისგან ამჯერად შორს! ბავშვობის მონატრების ისევ მეშინია, და აღმოვაჩინე, რომ კიდევ რაღაცეების მეშინია და რაღაცეების მწამს კიდეც - ვიდრე მივხვდი კინაღამ 2-ჯერ კისერი მოვიტეხე. კარგი თავგადასავალი გამოვიდა და შედეგიც არანაკლები. არც არის საჭირო სხვის შეცდომებზე სწავლა, თორემ ცხოვრებასაც ის სხვა იცხოვრებს შენს ნაცვლად. ვოტ
ფოტოგრაფია ჰობია. სასწაულების აღმოჩენაც. და ცხოვრებაც - პრინციპში.