მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
გიორგი ძაან ბანალურია და ამიტომ ბევრი ზედმეტ სახელი მაქვს... ოღონდ მანგუსტს არავინ მეძახის, უბრალოდ რეგისტრაციისას ეს პირველი სიტყვა იყო რომელიც გამახსენდა
დაბადებული 1989 წლის 13 დეკემბერს... ბევრს ეშინია 13 რიცხვის... თარსიაო და რამე... ჩემთვის ჩVEულებრივი დღეა... და საერთოდ არ ვარ ცრუმორწმუნე(და არც მაინც და მაინცმორწმუნე)
ვსწავლობ .... სად ვსწავლობ ჯერ არ ვიცი ადრე "სსც" ერქვა ახლანდელ სახელს სექტემბერში გავიგებ(ი.ჭავჭავაზის უნივ. შეუერთდა და )
ჰოდა ახლა მესამე კურსზე გადავედი სპეციალობა: კომპიუტერული მონტაჟი(იმედია ვინმე მაინც მიხვდა ეს რა არის ბევრისთვის ახსნა მჭირდება ხოლმე )
ჰობი: ფოტოგრაფია( თან ახლახანს ვიპოვე მამაჩემის ნახმარი სახლის ლაბორატორია )