მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ნიკი: EKATERINE სახელი: ეკა შაფათავა დაბადების დღე: 10 ნოემბერი, 1976 პროფესია: ფსიქოლოგი. ვმუშაობ შიდსისა და ნარკომანიის საკითხებზე. უკვე 5 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. ჩემი ნება რომ იყოს დიდ სიამუვნებით ფოტოგრაფიას ძირითად პროფესიად გავიხდიდი. ჰობი: მიყვარს ფოტოგრაფია, ჯერ-ჯერობით ყველანარი სახის სურათებს ვიღებ, მაგრამ ძალიან მინდა კარგი პორტრეტები გადავიღო. მიყვარს ასევე ცეკვა, თხილამურები. მინდა ვისწავლო სერფინგი, თუმცა პირველი მცდელობის შემდეგ სიკვდილს ძლივს გადავრჩი . თბილისში დაბრუნებას აუცილებლად ვაპირებ და იმედია მალე. დიდი ხანი არ არის რაც BOKE აღმოვაჩინე და ამ ბოლო დროს ძალიან გამიტაცა თავისი ყველა ნიუანსებით იმედი პირადად გაგიცნობთ ბევრს როცა თბილისში ვიქნები.