მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
კარგი წამოწყებაა, ჩემი წევრობის სტაჟის გათვალისწინებით დავაგვიანე. მაგრამ იშვიათად ვახერხებ შემოსვლას ამიტომ მხოლოდ ფოტოებს ვუყურებ , ფორუმში იშვიაათად შემოვდივარ
ნიკი giga 1.გიგა ბათლიძე 2. 27 წლის იურისტი, მაგისტრი (ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია) 3. ჰობები: რა თქმა უნდა ფოტოგრაფია, მაგრამ არა მარტო. ძალიან მიყვარს ბუნება, განსაკუთრებით მთა, ვცდილობ ხშირად ვიარო, მაგრამ ვერ ვახერხებ. 4. კიდევ რა... მყავს მეუღლე , რომელიც ძალიან მიყვარს. 5. უკვე 7 წელია გერმანიში ვცხოვრობ და ვმუშაობ (ერთ თვეში სამუდამოდ ვიბრუნდები სამშობლოს, და ძალიან მიხარია, თუმცა გერმანიაც მიყვარს...)