ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივია: ბოკეზე ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალი დარეგისტრირებული წევრი ინტერნეტში ნაპოვნ კარგ ფოტოს დებს, ისე რომ არც წაუკითხავს კლუბის წესები და მერე თვითონვე იძახის, რომ ეს ფოტო მომწონსო და თქვენთვის მინდოდა მეჩვენებინაო. ხშირ შემთხვევაში, ამის შემდეგ ხვდებიან და ამას აღარ იმეორებენ, მაგრამ...
elia-gogo, თქვენ ახალი ბრძანდებით და ამდენი გამოცდილება ამისი არ გაქვთ, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ბევრი მაგალითი ვიცით, როდესაც თვეობით ველოდებით ზოგიერთ "პლაგიატს", სანამ ის სხვადასხვა მიზეზს მოიგონებდა, რომ ორიგინალი არ ეჩვენებინა და სანამ გამოვიჭერდით მას, რომელიმე ცნობილ სურათზე. ამიტომ არის ასეთი მწვავე რეაქცია. არავის უყვარს მოტყუებულის როლში ყოფნა.
ამიტომ, როდესაც ავტორი ჯერ უცნობია კლუბისთვის, ან მის ნამუშევრებს შორის ერთი ნამუშევარი მკვეთრად გამოირჩევა და ის მხატვრულობის და ტექნიკური შესრულების მხრივ წარმოადგენს ძლიერ ნამუშევარს, კლუბის ადმინისტრაცია სთხოვს მას წარადგინოს ფოტოს ორიგინალი. თუ ავტორმა ვერ შეძლო ამის გაკეთება და კლუბი ვერ ამტკიცებს, რომ ფოტო რომელიმე ცნობილ ფოტოგრაფს ეკუთვნის, ადმინისტრაცია მას აცნობს კლუბის შესაბამის წესს ელოდება შემდეგ ნამუშევარს, რომლის ავტორობის დამტკიცებას ის შეძლებს. თუ ავტორმა შეძლო ფოტოს ორიგინალის წარდგენა, მაშინ კლუბის ადმინისტრაცია თვალყურს ადევნებს ავტორის შემდეგ ნამუშევრებს და განიხილავს მის უფრო მაღალ სტატუსზე გადაყვანის საკითხს.
ასე, რომ, ასეთ შემთხვევებში არც ბრალის წაყენებაა საჭირო და არც უმალ აღიარება.