რა პრინციპით მიგაქვთ ეჭვი პლაგიატზე? თუ ძაან ძლიერი ფოტოა, აუცილებლად პლაგიატი უნდა იყოს? გამოდის ბოკე (უკაცრავად გამოთქმისთვის) ნაკლებად ნიჭიერთა საიტია?! არის აქ ბევრი ძლიერი ნამუშევარიც და ლოგიკურია, თუ უცნობ ნიჭიერ ავტორს აქ ფოტოს დადების სურვილი გაუჩნდა. აუცილებელი არაა პლაგიატობა დააბრალოთ და ამით შეურაცხყოფა მიაყენოთ. კიდევ უარესი იქნება, თუ ფოტოს დადების სურვილსაც დაუკარგავთ. ამით ჩემნაირები დაზარალდებიან, ანუ ვისაც უყვარს კარგი ფოტოების დათვალიერება და ბოკე ამიტომაც აირჩია.