dathuna, პერსონაჟის გამოხედვისთვის და სიუჟეტისთვის არსებობს თეატრი, კინო, დამწერლობა და არა მხატვრული ფოტოგრაფია. სიუჟეტი და იდეა კი არ უნდა ქნიდეს ფოტოგრაფიას, არამედ ფორმა, კომპოზიცია უნდა ქმნიდეს იდეას და სხვა დანარჩენს. მემგონი მიხვდები რასაც ვამბობ, იმიტომ რომ ამას უმეტესობა საერთოდ ვერ ხვდება და არც იცის მემგონი. არადა ეგ უტოპია მასიურად არის მოდებული ამ ფორუმზე. გალერეა სავსეა ისეთი ფოტოებით სადაც, მაგალითისთვის, მოდელს დაახურავენ თავზე ნაგვის ყუთს, ან რამე მაგდაგვარს და ამასობაში კომპოზიცია არაფრის მთქმელია და საერთოდ არაფერს არ გადმოსცემს, ესეთ შემთხვევებში ეგეთი სახის იდეები ფურცელზე სიტყვებით რომ დაწერო, იგივე ეფექტი ექნება რაც მაგდაგვარ ფოტოებს