მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მე კიდე დათ ა, ო, უნა, როგორც გინდათ ოღონდ დათი არა. მოკლედ უმეტესობისთვის მაინც დათუნა ვარ, ანუ უმეტესობა დათუნას მეძახიან მარა მაინც გამოერევა ხოლმე ერთი ორი ურჩი რომელიც დათას ან დათოს დამიძახებს. გვარი მორბედაძე. (მასწავლებელები ვერასოდეს იმახსოვრებენ ხოლმე რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს) დავიბადე 27 იანვარს 1992 წელს გაგანია ავტომატის გუგუნსა და ერთ უბედურებაში. სულაც არ ვარ აგრესიული. პირიქით. არ მიყვარს ჩხუბი და აყალ; მაყალი, კამათი და ა შ... კიდე ვერ ვიტან სკოლას. მძულს სკოლა, განსაკუთრებით ვეკუა. კიდე რა უნდა ვთქვა? ხო ვარ ძალიან უცნაური და გაუგებარი. ჰობის რაც შეეხება მიყვარს ტელევიზორის ყურება. ბოკეში კომენტარების დაწერა. კიდე უბრალოდ წერა (კითხვა მაინც და მაინც არა) და რა თქმა უნდა ფოტოების გადაღება ამჟამად ჩემი მიზანია გავხდე amateur-ი ხო თვალის ფერი ცისფერი... თმა: წერა ვარ, გრძელი ხუჭუჭა თმა ამქ და კიიიდო რა... მეტი არც არაფერი კიდე არავითარი სპორტი მე არ მიყვარს... ნუ ცურვას სოპრტადარ მიოვიჩნევ... ცურვაზე ვაფრენ. მიყვარს საქართველო, რაც საქართველოს ეხება ყველაფერი(ნაკრებიც კი ფეხბურთის) კიდე მიყვარს ჩემი მეგობრები... დათა, ივიკო, გური და მიკა.... კიდე ორი იკა და ნინო და კიდე ერთი ნინო. და მეტი რა ვთქვა აბა. და ძXმა არ მყავს... ვარ ეგოისტი და არც მინდა მყავდეს. მუსიკა... ვაბოდებს doors-ზე... ჯიმ მორისონზე და ყველაფერი რაც დორსს ეხება ჩემი ცხოვრების აზრია პატივს ვცემ ჰიპებს. იმ დროში რო მეცხოვრა ვიქნებოდი ჰიპი. მოკლედ ეს მე ვარ თქვენი მონა მორჩილი დათუნა მორბედაძე. P.S. მინდა გამოვიდე ინტერიერის დიზაინერი Added @ ჩემი მემგონი ყველაზე დიდი გამოვიდა