მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მე ნინა ვარ, ლეგაშვილი, მარა აქ ნინა მინძონი ვარ(არა მინზონი) მაწონი, დედა ტერეზა, ძონძონი, და ბატონმა გუჯამ პროსტაკვაშად მომნათლა, ასე რომ არჩევანი დიდია, რას დამიძახებთ, თვითონ გადაწყვიტედ ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ხომ განვლილი წლებია და ცხოვრებისეული გამოცდილება,..ი ტაგ დალეეე.
ადამიანური ადამიანები მიყვარს, სიკეთე და სითბო ყველგან და ყველაფერში.
დაიმახსოვრეთ ყველაფერი მარტივია, ნუ ჩაეძიებით ყველაფერს..ამით გაართულებთ მხოლოდ. და კიდევ..ეძიედ ყველგან მზის სხივები..როგორც გენიალურმა რეჯისორმა ჩოხელმა სთქვა: " მზის სხივების პოვნა ყველგან შეიძლება, თვით ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ". ასე რომ წინ, მზისკენ, პარალელურად ეს გზა სიყვარულის გზასაც გვაპოვნინებს და სიკეთესაც
სულ ეს იყო დიდი მადლობა P.ს ისე მე ინტერიერის დიზაინერი ვარ, კიდევ ამ ბოლო დროს აპარატიც მიკავია ხელში და მგონი ცხოვრებას კადრებით ვხედავ, კარგია, ცუდი ნამდვილად არააა. ამ ჯერად გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით