მოკლედ მაგარი დრო ვატარაეთ მიუხედავად იმისა რომ ღამე გავათენე იმის ფიქრში თუ როგორი ამინდი იქნებოდა... მოკლედ საბოლოო ჯამში წავედით: მე archigio ELLy etushki, elichka marterinio November Rain, DIKARKA, mako-mako, luichka, giorgi-gj, Sue, FOTINE, levan, აუ ძალიან ძალიან მაგარი იყო... მოკლედ ასე გაიხსნა ბოკეს ექსკურსიების სეზონი... ათის ნახევარზე შევიკრიბეთ სპორტის სასახლესთან (ნუ ზოგი ათზე მოვიდა) ხოდა დავიძარით მანგლისისკენ... გზაში ზოგს ეძინა, ზოგი იმაზე ფიქრობდა რომ ახლა წესით უნდა ძინებოდა მაგრამ არ ძინავს... (პადაროგე)რამდენჯერმე გავჩერდით სადაც გადავიღეთ (ეშმაკის ხრამი) აგრეთვე მეორედ გაჩერებაზე გადავიღეთ ვირი + (არჩიგიო ვირზე) და (არჩიგიომ ვირს უარი უთხრა არ შეგისვამ მე ზურგზეო) ხო მოკლედ როგორც იქნა ჩავახწიეთ მანგლისში.. მივედით ჩემს სახლთან სადაც ჭიშკარი დაკეტილი დაგვხვდა (გასაღები მეზობელს ქონდა ის კი არ იყო) ხოდა ყველა სათითაოდ გადავედით ჭიშკარზე.. ნუ ეს ცალკე ხოხმა იყო მერე რატომღაც ისევ გადმოვძვერით და გავეშურეთ მარიამღვთისმშობლის ტაძრისკენ... მივედით ტაძარში დავანთეთ სანთლები გადავიღეთ ფოტოები და წამოვედით უკან... ამდროს სად იყო და სად არა დაცხო წვიმამ... აუფ ლამის სახლისკენ წამოვედით რომ უცებ მზემ მოგვაძახა: ეჰეი თქვენ... საით გაგიწევიათ მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და აქ ვარო... მოკლედ ამის გაგონებაზე გავჩერდით ერთ-ერთ პატარა ფარცხაში სადაც სუფრა მივაშალეთ..... დაიწყო სმა და ამბები... ხოდა ვიღაც ვიღაცეები ძალიან დაგვითვრნენ... (ძირითადათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები და პაწა გაჭედეს) კაი კაი სადღეგრძელოების მერე დავიწყეთ ჩვენებური ამბები, ზოგმა მოდელობა ზოგმა ფოტოების გადაღება მერე ერთმანეთს ვენაცვლებოდით და ასე.... საბოლოო ჯამში კარგი ფოტოკები გამოვიდა.... იქედან წავედით ზევით მანგლისში სადაც ვალიბოლიც ვითამაშეთ, დავისვენეთ კარგი ჟანგბადი ვყლაპეთ და კიდევ ვიღეთ ფოტოები... სად იყო და სად არა უცებ ტყდება პატარა განგაში ELLy-მ დაკარგა თავის მობილური ტელეფონი... მოკლედ დავიწყეთ ყველა იმ ადგილის დაძებნა სადაც მანამდე ვიყავით ხოდა საბოლოო ჯამში ჩვენს ზემოთ ხსენებულ ფარცხასთან ვიპოვეთ ამის შემდეგ გამოვეშურეთ სახლისაკენ და სამარშუტკო ტაქსში გაგვეხსნა მეორე სუნთქვა (დიხანია) და რაც კი თამაში არსებობს სიტყვებზე ყველაფერი ვითამაშეთ... მოკლედ როგორც ვთქვი დავიღალეთ სასიამუვნოდ!!! მადლობა ყველას... პ.ს. მალე კიდევ მოეწყობა ექსკურსია ახლა კი ფოტოები... მე დავიწყებ და შემდეგ დანარჩენები გააგრძელებენ Added @ მოკლედ ყველა კადრშია რა
elichka რა საყვარელია მართლა ამ ყურებით Added @ ესეიგი როგორც უკვე ზემოთ იყო აღნიშნული პირველი გაჩერება Eშმაკის ხრამთან იყო(მგონი ასე ერქვა) ხოდა ლეონამ ჩაიფიქრა ნატვრის ხესთან რომ კარგი ამინდი ჰყოფილიყო, ნატვრის ხემ კიდევ უპასუხა:"გაიხედე ბიჭო დიკარკა გიღებს სურათს":D Added @ ყველის საწიდლად გავჩერდით თუ არა...
ეს ფოტოფრაგი ხალხი დაესია ამ სოფლე ახალგაზრდობას
ნუ ზოგს ახალგაზრდობამ დიდად ვერ მოხიბლა და გადავიდნენ ვირებზე