მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
2. სახელი, გვარი - კონსტანტინე იანტბელიძე, 24 წლის
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - (ყოფილი მოკრივე-თბილისის ჩემპიონი,მაგრამ კრივში შემთხვევით მოვხვდი -გოგოს გულისთვის გამლახეს ერთხელ და... )ფილოლოგი. ვსწავლობ ასპირანტურაში, ენის მეთოდიკის განხრით
4. ჰობი - არქეოლოგიური თხრები ადრე დილიდან გვიან საღამომდე , ლაშქრობა, ფოტოგრაფია-ც , პიქტოგრამები,იეროგლიფები, მკვდარი ენები ნახირში სიარული(ფეხშიშველი), მუზზიკა და ქართული ცეკვა, რომლის დროსაც აუცილებლად მბურძგლავს სცენარების წერა, ეჰ, დავიღალე წერით ბევრი კარგი რამეა ამ სიაში