მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ალექსანდრე ბაგრატიონი ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ჟურნალისტი. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი. მოამბის კორესპოდენტი რუსეთის ფედერაციაში, სარეკლამო კომპანია "ვინდფორსის" კოპი რაიტერი, "ლელოს" რეპორტიორი, "ინტერნიუსში" რეჟისორი და სცენარისტი. WPA პიარის უფროსი ჰობი: ყველაფერი რაც კისრის მოტეხვასთანაა დაკავშირებული. ვარ ექსტრემელური სპორტის ფედერაციის წევრი, ვწერ მუსიკას და მყავს მუსიკალური ბენდი. ვუკრავთ ჯაზროკს ლოკაცია: ყაზბეგი, თბილისი, მოსკოვი